Jump to content
×
×
  • Create New...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-c9fb85c6402fe2e8d320b391577b1013.png

  ენმ-ის ყრილობამ ნიკა მელიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება მას მერე დადგა დღის წესრიგში, რაც ეს პოზიცია გრიგოლ ვაშაძემ დატოვა. ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურ დამტკიცებამდე, გაიმართა ელექტრონული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20 779-მა ადამიანმა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13 491 ხმა) მიიღო, თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ კი 35.1 პროცენტი (7 288 ხმა). წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: მელია: “ნაციონალური მოძრაობა“ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება     თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. პოლიციის მაღალჩინოსანს პროკურატურა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის დაჭრას ედავება. წაიკითხე მეტი.     ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში კვირას ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 25 პაციენტი. ეს დეკემბერში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მსოფლიოს, ევროკავშირი შეუერთდა მათ რიცხვს, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გაერთიანებამ არჩევანი "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ვაქცინებზე შეაჩერა. რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ავსტრიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში ვაქცინის პირველი პარტია 26 დეკემბერს, პოლიციისა და სამხედროების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტანეს. წაიკითხე მეტი.     ბოლო საკომიტეტო განხილვა ბიუჯეტის დამტკიცებამდე დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბოლო მოსმენით განიხილავს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება. გუშინ კი ბიუჯეტის პროექტის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს. სხდომის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ თქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია სოციალური დახმარებები და სხვადასხვა პაკეტი. მან წუხილი გამოთქვა, რომ საგარეო ვალი 60%-იან დონეს აჭარბებს და დეფიციტი საკმაოდ მაღალია. წაიკითხე მეტი.     როგორ აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რურუას საქმეზე? ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებულის, „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 25 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, პირდაპირ ეხება გიორგი რურუას საქმეს. დიმიტრი საძაგლიშვილი ელის, რომ სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუას და ყველა იმ პირს, ვინც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში. წაიკითხე მეტი.     ბაიდენმა მოუწოდა ტრამპს, სასწრაფოდ მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელსაც მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. ჯო ბაიდენის თქმით, თუ დონალდ ტრამპი დაუყოვნებლივ არ მოაწერს ხელს კანონს, მაშინ დაახლოებით 10 მილიონამდე ამერიკელი დაკარგავს უმუშევრობისთვის დაწესებულ შემწეობას. დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მომავალი წლის მარტამდე უმუშევრობისათვის, გაზრდილი, კვირაში 300$-ის ოდენობის, შემწეობის გადახდას ითვლისწინებს. ამასთან, მოქალაქეთა უმრავლესობა მიიღებს 600 დოლარის მოცულობის ერთჯერად დახმარებას. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ერთჯერადი დახმარება არასაკმარისია და ერთ სულ მოსახლეზე ის 2000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. წაიკითხე მეტი.     როგორ და რატომ ძვირდება ცხოვრება საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს პროდუქტების ნაწილზე ფასები წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა. სამედიცინო სერვისებში წინა წელთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტს ვიხდით, საოჯახო ნივთები და ავეჯი 10%-ით არის გაძვირებული, სურსათის ნაწილი კი, მაგალითად, ზეთი და ცხიმი, 23,2%-ით უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე შარშან ამ დროს. ერთადერთი, რაც წელს გაუფასურდა, თავად ლარია - 2020-ში ინფლაციამ თითქმის 4%-ს მიაღწია. ინფლაციის დონე სამომხმარებლო კალათის 12 ჯგუფის პროდუქტების ფასების ცვლილების მიხედვით გამოითვლება. სამომხმარებლო კალათა აჩვენებს იმასაც, რაზე ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს. სამომხმარებლო კალათა უფრო ზოგადი სურათის მაჩვენებელია და არა რეალობის სარკე. იშვიათად იცვლება მისი შემადგენლობაც - მაგალითად, 2020 წლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთები, პირბადე, თერმომეტრი, სადეზინფექციო ხსნარები და ყურსასმენები კალათაში ჯერაც არ გვხვდება, შესაბამისად, დამატებითი დანახარჯი, რომლებსაც ადამიანები მთელი წლის მანძილზე სწევდნენ, საერთო სურათში ასახული არ არის. წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.             1 საათი და 20 წუთი - ზუსტად ეს დრო სჭირდება მასწავლებელ ვერიკო კალანდარიშვილს ვალდორფის სკოლაში მისასვლელად. საკლასო ოთახი ცარიელია - ვერიკო თავის მოსწავლეებს მხოლოდ მობილური ტელეფონის ეკრანზე ხედავს. როგორ იქცა სკოლის რეალური ცხოვრება ვირტუალურად? როგორი იყო წელი, რომელმაც შეცვალა სამყარო არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც?

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share