ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 დენზე ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას სემეკი დღეს მიიღებს სემეკი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რამდენით მოიმატებს ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი. 28 დეკემბერს განცხადება გაავრცელა "ენერგო პრო ჯორჯიამ" - კომპანიამ, რომელიც თბილისის გარდა, დანარჩენ საქართველოს აწვდის ელექტროენერგიას. კომპანიის დირექტორის თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. „თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია, უბრალოდ, ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი, პირველ რიგში, აბონენტის ინტერესები დაზიანდება“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხეილ ბოცვაძე. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გუშინ თქვა, რომ ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომისია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „გათვალისწინებული იქნება მხოლოდ აუცილებელი ხარჯები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ უწყვეტი ენერგია“, - თქვა ნარმანიამ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სემეკი და რამდენი თეთრით გაიზრდება დენის გადასახადი, ამის შესახებ ყველა სიახლე წაიკითხე დღეს რადიო თავისუფლების ახალ ამბებში. ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა გუშინ ელენე ხოშტარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს. თუმცა აქვე დაამატა, რომ რჩება ოპოზიციურ ერთობაში. ხოშტარიას თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გადასვლას ან პარლამენტში შესვლას. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ეს მათთვის სიახლე არ ყოფილა და იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებდა. წაიკითხე მეტი. დღეს პარლამენტი კენჭს უყრის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და კენჭს უყრის. ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. წაიკითხე მეტი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი აქცენტების შესახებ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გუშინ საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად 41 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნება, იანვრის ბოლოს დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ 5 ათასამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტამდეა გაზრდილი. მისი პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს გაუტოლდება, იანვრის ბოლოს დღიურად 728 ახალი შემთხვევა იქნება. მათგან 500-ს აღმოაჩენენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტესტირების მიღმა დარჩება. ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა რამდენიმე საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს. წაიკითხე მეტი. აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველო მიიღებს 132 025 000 აშშ დოლარის დახმარებას 132 025 000 აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს საქართველო შეერთებული შტატების ფისკალური წლის ბიუჯეტიდან, დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. ბიუჯეტის კანონის თანახმად, აშშ-ის ბიუჯეტიდან თანხა არ შეიძლება გამოიყოს და დაიხარჯოს არც ერთი იმ ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა. წაიკითხე მეტი. მარადიულ ზუმში: სამსახურად გადაქცეული ჩვენი სახლები როგორ იყო? დილით ვდგებოდით და სამსახურებში გავრბოდით. ბავშვები - სკოლაში, ზოგისთვის დილის რიტუალი სამსახურამდე ძაღლის გასეირნება იყო, ან ყავა, მერე ტრანსპორტი, საცობში გაჭედვა, საქმე და საქმე, დღის ბოლოს კი - ვისთვის რომელ საათზე, მაგრამ მაინც, ეს გვერდი იხურებოდა და იწყებოდა მეორე - სახლის ცხოვრება. ბევრისთვის, ძირითადად ასე იყო. პანდემიამდე. ახლა სად არის ეს ზღვარი? სად მთავრდება სახლი და იწყება სამსახური და პირიქით? საძინებლიდან მეორე ოთახში? თუ ეს მეორე ოთახი საერთოდ არსებობს. ამ ახალი, პანდემიის წესებით ცხოვრებიდან ნელ-ნელა ყველაფერი გაქრა ან ამოტრიალდა - გარეთ გასვლა, ამინდის პროგნოზის შემოწმება, ტანსაცმლის საგანგებოდ შერჩევა, გაუთოებული პერანგი, საყვარელი წითელი პომადა თუ ამოჩემებული სუნამო - სახლის სივრცე უცებ დანაწილდა: ერთ ოთახში გაიხსნა სკოლა, მეორეში - ოფისი, მესამეში სათამაშო მოედანი და გადაბმული 24 საათი ერთ, უცვლელ ადგილას. ზოგისთვის ეს რეალობა იდეალური გამოდგა. ზოგს კი დღემდე აქვს შეგრძნება, რომ ახალმა კორონავირუსმა მათი ცხოვრების მთელი წელი მიიტაცა. როგორ შეცვალა პანდემიამ მუშაობის ფორმა, კომპანიების ხედვა და ადამიანების ყოველდღიურობა, წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში. გაიგებდით, რომ კორონავირუსის რამდენიმე ახალი შტამი გამოჩნდა, რომელიც კიდევ უფრო საშიშიაო. რა ვიცით ამაზე? უნდა ვინერვიულოთ? როგორც ჩანს, ცოტა კი, მაგრამ საგანგაშო ჯერ არაფერია... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა