Jump to content
×
×
  • Create New...

სსსმ მოსწავლეებისთვის განმავითარებელი აქტივობების კრებული და გზამკვლევი მშობლებისთვის მომზადდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო მომზადდა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, სპეცილაური საჭიროების მქონე მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

სახელმძღვანელო ოთხი სხვადასხვა – კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური – ნაწილისაგან შედგება.

„სახელმძღვანელოხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ამასთან, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლებისთვის 27, 115.0 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სახელმძღვანელო „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   174 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 174 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(21)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(3)