ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო მომზადდა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, სპეცილაური საჭიროების მქონე მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება. სახელმძღვანელო ოთხი სხვადასხვა – კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური – ნაწილისაგან შედგება. „სახელმძღვანელოხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ამასთან, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლებისთვის 27, 115.0 მილიონი ლარია გამოყოფილი. სახელმძღვანელო „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ ხელმისაწვდომია ბმულზე. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა