Jump to content
×
×
  • Create New...

ბორის ჯონსონის თქმით, შეზღუდვები ქვეყანაში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გამკაცრდება


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-7dc9be88e606e3de5b1d601c6a94284c.jpeg

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ხელისუფლება, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაამკაცრებს საკარანტინო შეზღუდვებს ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო. „როიტერსის“ თანახმად, ამ განცხადების ფონია კორონავირუსის რეკორდული ტემპით გავრცელება. 2 იანვარს დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა სულ მცირე 57 000 ახალი დაინფიცირებული. 445 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდვითარებამ აიძულა ბრიტანეთის მთავრობა, უარი ეთქვა ლონდონისა და მისი მიმდებარე სკოლების ხელახალი გახსნის გეგმაზე. ინგლისის დიდ ნაწილში მოქმედებს მეოთხე დონის შეზღუდვები, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას და ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დაცვას მოსალოდნელი კოლაფსისაგან. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვები, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდესო. „ცხადია, რომ არსებობს კიდევ უფრო მკაცრი ზომები, რომლებიც ჩვენ უნდა განვიხილოთ... ამჯერად არ ვაპირებ ვარაუდების გამოთქმას იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ზომები“, - თქვა ბორის ჯონსონმა. კორონავირუსის ახალ შტამის გავრცელების გამო, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ახალი წლის წინა დღეებში ინგლისის სამ მეოთხედში შემოიღო სრული კარანტინი, ე.წ. ლოკდაუნი.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share