Jump to content
×
×
  • Create New...

ბელარუს კათოლიკეთა მეთაური ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ვატიკანმა გადააყენა პოსტიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-e6b6bfce986abdd174a8dc9e13f51e45.jpeg

რომის პამა ფრანცისკმა დააკმაყოფილა მინკისა და მოგილიოვის მიტროპოლიის ხელმძღვანელის, ტადეუშ კონდრუსევიჩის თხოვნა გადადგომის შესახებ.   75 წლის არქიეპისკოპოსი 24 დეკემბერს დაბრუნდა ბელარუსში, სადაც ხელისუფლება მას შესვლაზე ოთხი თვის განმავლობაში ეუბნებოდა უარს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებისადმი თანაგრძნობის გამო. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ლუკაშენკას რეჟიმი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა კონდრუსევიჩის ბელარუსში დაბრუნებას, რაც არქიეპისკოპოსმა გადადგომის თხოვნა დაწერა რომის პაპის სახელზე. გროდნოს ოლქში დაბადებული არქიეპისკოპოსი მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს აგვისტოს ბოლოს, როდესაც ბელარუსის დიდ ქალაქებში ადგილი ჰქონდა შეტაკებას ლუკაშენკას მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და მილიციას შორის. ალიაქსანდ ლუკაშენკამ მაშინ განაცხადა, რომ არქიეპისკოპოსმა პოლონეთში ყოფნის დროს მიიღო „გარკვეული ამოცანა“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეისწავლის კონდრუსევიჩის ორმაგ მოქალაქეობას. მოგვიანებით ხელისუფლებამ განცხადა, რომ ბელარუს კათოლიკეთა თავკაცის პასპორტი „ცნობილი იქნა ვადაგასულად“ ტადეუშ კონდრუსევიჩს, რომელიც 2007 წლიდან ხელმძღვანელობს მინსკისა და მოგილიოვის მიტროპოლიას, მიმდინარე წლის 3 იანვარს შეუსრულდა 75 წელი. რომის კათოლიკური ეკლესიის კანონიკური კოდექსით ამ ასაკის მიღწევის შემდეგ რეკომენდირებულია, რომ ეპისკოპოსმა გადადგომის შესახებ მიმართოს რომის პაპს. პოლონეთის კათოლიკური სააგენტოს ცნობით კონდრუსევიჩმა ეს გააკეთა ჯერ კიდევ დევნილობაში ყოფნის დროს. კონდრუსევიჩის ნაცვლად ბელარუსის კათოლიკური სამწყოს დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა 75 წლის არქიეპისკოპოსი, კაზიმირ ველიკოსლეცი, რომელიც მის წინამორბედზე ნახევარი წლით უფროსია. ოფიციალური მონაცემებით, კათოლიკურ ეკლესიას თავს მიაკუთვნებს ბელარუსის მოსახლეობის 10%-ზე მეტი.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share