ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 აშშ-მა გადაწყვიტა სპარსეთის ყურეში დატოვოს ავიამზიდი Nimitz-ი. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტოფერ მილერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მთავრობის სხვა ოფიციალური პირებისადმი ირანის ლიდერთა ამასწინანდელი მუქარის გამო, ავიამზიდი დისლოკაციის ადგილს აღარ შეიცვლის და ცენტრალური სარდლობის ოპერაციების ზონაში დარჩება. როგორც მილერი აცხადებს, აშშ-ის სიმტკიცეში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული ირანის რომელ მუქარაზეა ლაპარაკი. ავიამზიდი Nimitz-ი სპარსეთის ყურეში პატრულირებს 2020 წლის ნოემბრიდან. კრისტოფერ მილერის მიერ 31 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით, ამერიკული სამხედრო გემი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა