ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2628-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 3845 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 594 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 229 763 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1963-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 222 405. 24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში: 1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23; 2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44; 3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31; 4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა