Jump to content
×
×
  • Create New...

კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-067457917bcf64bb5a16b5a73a4180f9.jpeg

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა. შედარებით პატრა მაჩვენებლებია რეგიონებში. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 3 845 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 594 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 229 763 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 963-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 222 405. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 628-მდე გაიზარდა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share