ფორუმელი Moor Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისიდანაა. შედარებით პატრა მაჩვენებლებია რეგიონებში. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 3 845 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 594 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 229 763 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 963-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 222 405. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 628-მდე გაიზარდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა