Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთმა ვეტერანი უფლებადამცველი, ოთხი სხვა პირი და მედია "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-effeb54a701cfdf5359549f27c6b5245.jpeg

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტთა” სიაში ხუთი ადამიანი, მათ შორის, ვეტერანი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი და ერთი მედია უწყება შეიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული კანონი პიროვნებების მიმართ გამოიყენეს. რუსეთმა ეს კანონი 2012 წელს მიიღო, რაც საშუალებას აძლევს უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები, რომლებზეც ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადონ. ამ ტერმინს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული უარყოფითი ასოციაციები აქვს. მოგვიანებით რუსმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ “უცხოეთის აგენტის” კანონი, მედია საშუალებების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და ბლოგერების მიმართ უნდა გამოყენებულიყო. უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ კანონი მის ბოროტად გამოყენების საშუალებას აჩენს და დისიდენტების და საზოგადოებრივი ჯგუფების შესავიწროებლად გამოიყენება. ორშაბათს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უცხოეთის აგენტად შერაცხულ მედია საშუალებების სიას, ოთხ სხვა პირთან ერთად, რომელთა შორის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტიც იყო, პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსი, 79 წლის პონომარიოვიც დაუმატეს. დღემდე ამ სიაში “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” და “ამერიკის ხმის” სხვადასხვა რეგიონული სამსახურები, ასევე ჩეხური გამოცემა შედიოდა. “ინტერფაქსის” ცნობით, პონომარიოვმა თქვა, რომ არ იცის, თუ ასეთი სტატუსი მასზე როგორ გავლენას მოახდენს და მისთვის, როგორც არა-ჟურნალისტისთვის, მოულოდნელი იყო, რომ ამ სიაში აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტროს სიაში აღმოჩენილი უფლებადამცველი ჯგუფები და სხვა ორგანიზაციები, შეიძლება შერჩევითი შემოწმების სამიზნე გახდნენ და ბიუროკრატიული წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდნენ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share