Jump to content
×
×
  • Create New...

2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

  რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოს სახელმწიფო ვალი 29 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს. დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება. აქედან 5 მილიარდ ლარზე მეტი სესხია - ფული, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გვასესხა. თუმცა საქართველოს მთავრობამ კორონაკრიზისის განმავლობაში, ანუ 2020 წელს, ამაზე გაცილებით მეტი სასესხო ვალდებულებები აიღო და სესხი დაახლოებით 10 მილიარდი ლარია. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ვალის მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური პრობლემები გადაუჭრელ გამოწვევად დარჩება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდის შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,7 %-ს გაუტოლდება. ეს კი ორგანული კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ისევე როგორც სახელმწიფო ვალის მოცულობა - დაახლოებით 32 მილიარდი ლარი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 60,1 პროცენტს შეადგენს. ყველაფერი მაღალი სახელმწიფო ვალისა და მისი გავლენის შესახებ, წაიკითხე კახა მჭედლიძის სტატიაში.     დენი და წყალი გაძვირდა: რამდენს გადავიხდით მომავალი წლიდან? საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებს თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი გაეზარდათ. კერძოდ, სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი - 11-დან 14 თეთრამდე. დენის ფასის გაზრდის შემდეგ თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ფასიც გაიზარდა. 1 მ3 წყლის მოხმარების საფასური 32,9 თეთრიდან 50 თეთრამდე იზრდება; „სულადობრივი“ გადასახადი - 3,89 ლარიდან 4,51 ლარამდე. ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას პრემიერმა გიორგი გახარიამ გუშინ თავისი განცხადებით დაასწრო. მან თქვა, რომ მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას ვერ იგრძნობენ, რადგან 2021 წელს მომატებულ გადასახადს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. ერთწლიანი სუბსიდირება შეეხება 300 კილოვატამდე მომხმარებელ აბონენტებს. წყალმომარაგების ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ასევე სახელმწიფო დაფარავს. გახარიას თქმით, ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც არის საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოება, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50%-ს. წაიკითხე მეტი ტარიფების ზრდის შესახებ.     ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში 29 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად 21 პაციენტი გარდაიცვალა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც დაემატა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. „კონტაქტირებული პირი იყო და ყოველ 48 საათში იტესტებოდა. წინა გატესტვაზე არაფერი იყო და ახლა მოვიდა ახალი პასუხი“, - განაცხადეს უწყებაში. მათივე ინფორმაციით, გამყრელიძემ დაინფიცირების შესახებ თავადაც რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. სიახლეები კორონავირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.     მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდა კანონს, რომელიც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას პანდემიის დროს სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების უფლებას საკანონმდებლო ორგანოს ჩართვის გარეშე აძლევს, მოქმედების ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა კანონში ცვლილებებს 81 ხმით დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ცვლილებების მიხედვით, მთავრობას 2021 წლის 1 ივლისამდე შეუძლია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და შესაბამისი ზომები მიიღოს. წაიკითხე მეტი.     2020 - უგმირო, არაადამიანური წელი 2020 წელი ისეთი არაადამიანური გამოდგა, რომ ყველა წესსა და ტრადიციას შეუყენა წყალი. ახალმა კორონავირუსმა შეცვალა სამყარო, თავდაყირა დააყენა ურთიერთობები, ცხოვრების რიტმი; უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო როგორც ცალკეული ადამიანები, ასევე მთელი ქვეყანა; განსაცდელის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა მილიონობით სიცოცხლე. აქამდე სალაზღანდარო და გასართობი სოციალური ქსელი ჩვენ თვალწინ იქცა შფოთის, შიშის, მხარდაჭერის გამოხატვისა და ახლობლებთან ვირტუალური გამომშვიდობების სივრცედ... როგორც სამედიცინო სახის გამოწვევების დროს ხდება ხოლმე, ამჯერადაც ადამიანებსა და მომაკვდინებელ ვირუსებს შორის ჩადგნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები. ყველა ლოგიკით წლის ადამიანებად ისინი უნდა ქცეულიყვნენ. აკი, ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (90%) ჰქონდა, ხოლო NCDC-ს დირექტორს, მის მოადგილეს და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს ხალხმა „სამი მუშკეტერი“ შეარქვა. შემდეგ მოვიდა არჩევნები და „მუშკეტერები“ „კარდინალის გვარდიელებად“ გარდაისახნენ. 2020 წელს ჰყავდა გმირები, ვერშემდგარი გმირები და ანტიგმირებიც. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ჯიმშერ რეხვიაშვილმა ყველა მათგანს მოუყარა თავი წლის შემაჯამებელ სტატიაში, რომელიც შეგიძლია წაიკითხო აქ.           ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კოვიდი სექტემბერში დაუდგინეს, თავს მშვენივრად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს, როცა ტვ პირველზე მის ყოველდღიურ გადაცემას ვუყურებთ. რას ამბობს დღეს? მალე ვიღლები, ხანდახან სიტყვები მავიწყდებაო, მაგრამ აშკარად არ უჩივის ენერგიას და უხარია მუშაობა. ვიკა ერთგვარი სტიმულია უამრავი კოვიდგადატანალისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც უკვე გაიმარჯვა ვირუსზე, მაგრამ შიშისგან მაინც ვერ თავისუფლდება.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   35 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 35 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)