Jump to content
×
×
  • Create New...

ბიბილოვი მოსალოდნელი კრიტიკის გამო  ახალგორში არ ჩავიდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, რაიონების მოსახლეობასთან ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს, თუმცა იგი წელს ოკუპირებულ ახალგორში აღარ ჩასულა, ის მხოლოდ ამ რაიონის ერთ-ერთი სოფლის, წინაგარის, მოსახლეობას შეხვდა. შარშან შეხვედრისას მას ახალგორელების კრიტიკის მოსმენა მოუხდა - ახალგორელები მას გზის გახსნას სთხოვდნენ. „სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს, როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ?!“ „მე შვილი მომიკვდა და 40 დღის განმავლობაში აქედან არ გამიშვეს, არ გეცოდებით?“ ასეთი განწყობით და სიტყვებით დახვდნენ ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, ადგილობრივი მცხოვრებლები და მას დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სთხოვეს. ბიბილოვი ახალგორში ბოლოს 2019 წლის  26 დეკემბერს იმყოფებოდა. როგორც ცხინვალელი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები აცხადებენ, ბიბილოვი წელს ახალგორელების მძაფრ  კრიტიკას გაექცა. ჩაკეტილი გზა, გაყოფილი ოჯახები, სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი პაციენტები, თვეობით მშობლების უნახავი სტუდენტები, გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები - ესაა იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებასაც ახალგორელები, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ბიბილოვის ხელისუფლებას სთხოვენ.  დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელეხსაევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბიბილოვს ახალგორელების მიმართ პოლიტიკა არ შეუცვლია და მათთვის არაფერი აქვს სათქმელი. „გვერდიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ბიბილოვი ლენინგორელების წინაშე, მკაცრი და არასამართლიანი პოლიტიკის გამო, ბრალს აღიარებს, თუმცა ეს აღიარება მონანიების გარეშეა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკა შემსუბუქებისკენ შეიცვლებოდა. ამიტომ მისთვის არასასიამოვნოა თვალებში შეხედოს ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ცუდია მისი ლენინგორში არჩასვლა. ჩემი ინფორმაციით, იქ უკვე აღარ არიან ის ადამიანები, ვისგანაც კრიტიკას მოისმენდა. მისი იზოლაციის პოლიტიკით უკმაყოფილოებმა უკვე დატოვეს რაიონი“. ოკუპირებულ ახალგორს კი ადამიანები ყოველდღიურად ტოვებენ, ზოგი ლეგალური და ზოგიც არალეგალური გზით.  რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო ამბობს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანები დაბაში უკვე ყოველდღიურად ჩნდებიან და ძირითადად მოხუცები გაჰყავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. „წითელი ჯვრის მანქანას აქ ყოველდღე ვხედავთ. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად წეროვანში გადასვლის მსურველთა რაოდენობაც იზრდება. ხალხს უნდა, რომ საკუთარ ნათესავებთან შეხვდნენ ახალ წელს და აქ მარტო არ შეხვდნენ. 50-ზე მეტი ადამიანი უკვე გავიდა და შეუერთდა საკუთარ ოჯახს, მსურველები კიდევ არიან. არალეგალური გზები რუსი მესაზღვრეების გვერდის ავლით ტყის ბილიკებია, უამრავი ადამიანი ამ გზებით სარგებლობს, ზუსტი სტატისტიკის თქმა შეუძლებელია, მაგრამ რასაც ვხედავ, დაბის მოსახლეობა განახევრებულია და ეს ქნა ბიბილოვის გადაწყვეტილებამ. შეუძლებელია 15 თვეზე მეტი ჩაკეტილი იყო, არსად გახვიდე, არ ნახო ნათესავები, ექიმთან არ მიხვიდე და კიდევ უამრავი პრობლემაა, ამიტომ ხალხი ვეღარ უძლებს და გარბის. ასე იცლება ახალგორი“. ახალგორის იზოლაციის გამო ბიბილოვის ღია კრიტიკას არც ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ერიდებიან. პოლიტოლოგმა დინა ალბოროვამ და სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხოვრებოვმა საკუთარ ფეისბუკპოსტებში დაწერეს, რომ ახალგორის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ და გზის გახსნას მოითხოვენ.  მათი აზრით, დაბის მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, სხვა რაიონების მცხოვრებლებისგან განსხვავებით.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   310 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 309 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp