Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთმა ნავალნის მოკავშირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-dce5504c06ade9dfe114f7d3dc5895d0.jpeg

დღეს რუსეთმა კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის მოკავშირის, ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად სდებენ ძალადობრივ შეჭრას, რაც იმ დროს მოხდა, როდესაც სცადა საცხოვრებელ სახლთან კითხვები დაესვა საიდუმლო აგენტისთვის, რომელზეც ნავალნი ამბობს, რომ ის მისი მკვლელობის გეგმის მონაწილე იყო. ნავალნის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სობოლმა “ეფ-ეს-ბეს” საიდუმლო სამსახურის სავარაუდო აგენტის სახლის კარის ზარი, ორშაბათ საღამოს დარეკა. ადრე ნავალნის აგენტს ბრალი დასდო, რომ ის აგვისტოში, ნერვული აგენტით მისი მოწამვლის ჩაშლილ გეგმაში მონაწილეობდა.   “ეფ-ეს-ბემ”უარყო ნავალნის ბრალდებები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთში დაბრუნდება იმედით, რომ მისი მოწამვლის საქმის გამო გაზრდილი ყურადღებით ისარგებლებს. მოწამვლის საქმემ მოსკოვსა და დასავლეთის დედაქალაქებს შორის დაძაბულობა გაზარდა. სობოლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მომავალის წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კრემლის ოპონენტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების ბოლო გამოვლენაა. სობოლი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა აქტიურ კრიტიკოსებს ხშირად მოქმედებას უკრძალავენ. პოლიციამ სობოლი დასაკითხად პარასკევს აიყვანა. საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც სერიოზულ კრიმინალურ გამოძიებებს ატარებს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, რომ კრიმინალურ საქმეს იწყებდა. საგამოძიებო ორგანომ განახადა, რომ სობოლმა და რამდენიმე სხვა პირმა არერთხელ სცადეს აღმოსავლეთ მოსკოვში, ხანდაზმული ქალბატონის ბინაში შეღწევა და იყენებდნენ ფორმის ტანსაცმელს, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვის სამეთვალყურეო ორგანო ხმარობს.   განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სობოლმა ადგილზე მიტანის კურიერი, მოტყუებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეუშვა და როდესაც ქალბატონმა კარი გააღო, სობოლი მის ბინაში შეიჭრა. სობოლი ეჭვმიტანილია უკანონოდ შესვლისას ძალის გამოყენებაში, რაც თავისუფლების ორი წლით აღკვეთით ისჯება. გერმანიაში სამკურნალოდ მყოფმა ნავალნიმ ხელისუფლების ეს ნაბიჯი დაგმო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share