Jump to content
×
×
  • Create New...

ირანში სიკვდილით დასაჯეს „ტერორისტული აქტებისა“ და მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი


Recommended Posts

  • ფორუმელი

ირანში 3 იანვარს სამი მსჯარდებული ჩამოახრჩვეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. საინტერნეტო გამოცემა „მიზან ონლაინის“ თანახმად ორი მსჯავრდებული, იდენტიფიცირებული როგორც ჰასან დეჰრავი და ელიას ქალანდარზეჰი, 2014 წელს დააპატიმრეს სუნიტურ ექსტრემისტულ ორგანიზაცია ჯეიშ ალ-ადლთან („სამართლიანობის არმიასთან“) თანამშრობლობის ბრალდებით. პოლიციამ მათ სახლებში აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო იარაღი. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყვილი გაასამართლეს გატაცების, აფეთქების, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობისთვის. ჯეიშ ალ-ადლი ირანის ტერიტორიაზე ხშირად აწყობს ტერაქტებს. 2019 წლის თებერვალს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) 27 წევრი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ სისტან-ბელუჯსიტანში მოწყობილ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა აღნიშნულმა დაჯგუფებამ იკისრა, 3 იანვარს სიკვდილით დასჯილი მესამე მსჯავრდებულის სახელია ომიდ მაჰმოუდზეჰი. იგი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს შეიარაღებული ძარცვისა და სამოქალაქო პირების მკველობისთვის. ირანი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სიკვდილით დასჯის სტატისტიკის მხრივ. „ამნესტი ინტერნეიშენლის“ თანახმად, ირანში 2019 წელს სიკვდილით დასაჯეს 251 კაცი. ირანი ასევე შედის იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთა შორის, რომლებიც სასიკვდილო სასჯელს მცირეწლოვანი დამნაშავეების მიმართაც იყენებენ.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share