ფორუმელი Moor Posted 3 იანვარი, 2021 Posted 3 იანვარი, 2021 აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი მუშაობის განმავლობაში სანქციები შემოიღო რუსეთის ფედერაციის 365-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, 3 იანვარს ტვიტერის საშუალებით გაავრცელა განცხადება. „ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო რუსეთის 365 ობიექტის წინააღმდეგ უკრაინასა და მთელ ევროპაში რუსეთის აგრესიული და მადესტაბილიზებელი ქმედებების პასუხად“, - წერს მაიკ პომპეო ტვიტერში. მან ასევე გაიმეორა თეთრი სახლის პოზიცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ატარებდა უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ყველა წინამორბედ ადმინისტრაციასთან შედარებით. „სხვა არც ერთი ადმინისტრაცია არ ყოფილა უფრო მკაცრი რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ჩვენი. წერტილი. შეხედეთ ფაქტებს“, - წერს მაიკ პომპეო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ტვიტერით გასული წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი და გადაწყვეტილება შეაჯამა და მათ შორის ცალკე გამოყო საქართველოში სტუმრობა „თავისუფლებისმოყვარე მეგობრების“ მხარდასაჭერად. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა