Jump to content
×
×
  • Create New...

მუშაობა დაიწყო აშშ-ის კონგრესის ახალმა შემადგენლობამ


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

აშშ-ში მუშაობა დაიწყო ნოემბრის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულმა კონგრესმა. 3 იანვარს, წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს, 216 ხმით თავმჯდომარედ კვლავ ნენსი პელოსი აირჩია. 80 წლის პელოსი წარმომადგენელთა პალატას 2019 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული იყო რესპუბლიკელი კევინ მაკკარტიც, რომელმაც 208 ხმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესის მეორე პალატას, 100-წევრიან სენატს, სადაც ამჟამად უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. სამშაბათს მეორე ტური გაიმართება ჯორჯიის შტატიდან 2 სენატორის ასარჩევად. თუ ორივე მანდატს დემოკრატები მოიპოვებენ, სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელი იქნება, მაგრამ ფაქტობრივად, ხმათა უმრავლესობა ექნება დემოკრატიულ პარტიას, რადგან კანონმდებლობით, სენატში კენჭისყრების დროს ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აქვს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს. ამ თანამდებობას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დაიკავებს დემოკრატი კამალა ჰარისი. კონგრესის ახალი შემადგენლობის უპირველესი საქმე იქნება 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების დამტკიცება. ამ მიზნით, ორივე პალატის წევრები 6 იანვარს შეიკრიბებიან გაერთიანებულ სხდომაზე. რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვებას სადავოდ მიიჩნევს და მოითხოვს, შეიქმნას კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს გადაამოწმებს. აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დეკემბერში გამოაცხადა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლეგიის 232 წევრის ხმა მიიღო, ხოლო ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა - 306. ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესმა. მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, არჩევნების შედეგი სადავოდ აქციონ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share