Jump to content
×
×
  • Create New...

ფაუჩი: პანდემიის კონტროლი მომავალი წლის შემოდგომისთვის იქნება შესაძლებელი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ მისი აზრით, ამერიკას მომავალი წლის შემოდგომისთვის, ვაქცინის წყალობით, ექნება საკმარისი ჯგუფური იმუნიტეტი იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიბრუნოს „ნორმალურობის გარკვეული სახე“.  ფაუჩიმ ეს განცხადება, კალიფორნიის გუბერნატორთან, გევინ ნიუსოmთან ონლაინ შეხვედრის დროს გააკეთა. სწორედ კალიფორნიაა ის შტატი, სადაც ხუთშაბათს კორონავირუსის ბრიტანეთში აღმოჩენილი ახალი შტამი დაფიქსირდა. კალიფორნიამდე ერთი დღით ადრე კი, ამერიკაში ამ შტამის პირველი შემთხვევა კოლორადოში აღრიცხეს. ფაუჩიმ თქვა, რომ „ის არ დარჩა გაკვირვებული“ ვირუსის ახალი შტამის ამერიკაში აღმოჩენით. ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ელოდება, რომ ახალი შტამიც მალე გავრცელდება ქვეყანაში და ამბობს, რომ ვირუსის ასეთი მუტაცია, სრულიად ნორმალურია.  ფაუჩის თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც უკვე ჰქონდათ კორონავირუსი, დიდი ალბათობით, იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული კოვიდის ახალი შტამის მიმართ, ამიტომ ისინი რისკ-ჯგუფში არ არიან. ფაუჩიმ, კორონავირუსის ე.წ ბრიტანეთის ვარიანტის გვერდით ეფექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ როგორც ჩანს, ეს ვარიანტი არ იქნება უფრო მძიმე სიმპტომების გამომწვევი, ვიდრე მისი წინამორბედი. ინფექციონისტმა დაამშვიდა მოსახლეობა და უთხრა, რომ ვაქცინა ისევე იმოქმედებს ახალ შტამზე, როგორც ძველზე.   ბრიტანეთში აღმოჩენილი ვერსიის გარდა, არსებობს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამიც. თუმცა, „ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შტამი უფრო გადამდებია, არცერთი იწვევს უფრო მძიმე სიმპტომებს და ვაქცინა ორივე შტამზე იმოქმედებს.  თუ ვაქცინაციის კამპანია ამერიკაში წარმატებული იქნება და ხალხი აიცრება, მაშინ ფაუჩის თქმით: „ადრეულ შემოდგომაზე ჩვენ [ამერიკაში] გვექნება კარგი ჯგუფური იმუნიტეტი, რათა დავუბრუნდეთ ნორმალურობის განცდას - სკოლებს, სპორტულ ღონისძიებებს, თეატრებსა და რესტორნებს“. თუმცა, ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამის აღმოჩენისა და ამერიკელების ნაწილის დაუმორჩილებლობის გამო პანდემიის წესებისადმი, იზრდება შიში, რომ მომდევნო კვირები კიდევ უფრო რთული იქნება ამერიკისთვის. ქვეყანაში სადღესასწაულო სეზონზე, მილიონობით ადამიანმა იმოგზაურა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველას თხოვდნენ ამისგან თავი შეეკავებინათ.  წესების დაუმორჩილებლობის, ვირუსის სწრაფი გავრცელებისა და ვაქცინის არარსებობის პირობებში, ამერიკის სამედიცინო სისტემა ზღვარზეა. ბევრ შტატში გადავსებულია საავადმყოფოები, არ არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი და საწოლები ინტენსიურ განყოფილებაში. ამერიკაში კორონავირუსმა 338 000 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.  პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასაც. ბიზნესების ნაწილი დაიხურა, ან შემცირდა, მილიონობით ამერიკელი კი უსამსახუროდ დარჩა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა.    

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   22 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 19 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(1)