Jump to content
×
×
  • Create New...

ტრამპის და ბაიდენის საახალწლო პოლიტიკური გზავნილები


Recommended Posts

  • ფორუმელი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საახალწლო მილოცვაში ძირითადად საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა და მათ „ისტორიული გამარჯვებები" უწოდა. ახალი წლის ღამეს, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გზავნილები 2021 წლისადმი ოპტიმისტური გზავნილებით იყო გაჯერებული. კვირების განმავლობაში, ტრამპი ირწმუნებოდა, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დარჩენისთვის ბრძოლას მოიგებდა. ახლა კი ამერიკის პრეზიდენტი "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, „უნდა გვახსოვდეს, რა გაკეთდა.“ დონალდ ტრამპი, რომელსაც ფორმალურად ჯერ კიდევ არ უღიარებია საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ კანდიდატთან დამარცხება, ფლორიდიდან ვაშინგტონში ნაადრევად დაბრუნდა. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც წესი, შობას ოჯახთან ერთად, სწორედ ფლორიდაში აღნიშნავს. ვაშინგტონში დაბრუნებულ პრეზიდენტს, მნიშვნელოვან საკითხებზე აქვს სამუშაო - თავდაცვის კანონპროექტი და კორონავირუსის გამო შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომლებზეც მსჯელობა აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. არჩეული პრეზიდენტი შობას მშობლიურ შტატში, დელავერში შეხვდა. საახალწლო მიმართვისას, მან პატივი მიაგო პანდემიასთან ბრძოლაში დაღუპულ მედპერსონალს და ამერიკელებს მოუწოდა, ვაქცინაციაში ცაერთნონ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და დავბრუნდებით იმაზე ძლიერები, ვიდრე აქამდე ვყოფილვართ“ - აცხადებს ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება. ბაიდენმა კვლავ გაიმეორე მოწოდება, ვაქცინების უფრო სწრაფად დისტრიბუციის შესახებ. ვაქცინების შესახებ, საკუთარ საახალწლო მიმართვაში ისაუბრა პრეზიდენტმა ტრამპმაც. მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა კოვიდ-19-ის ვაქცინა რეკორდულ დროში შექმნა. ასევე თქვა, რომ ის მართალი იყო, როცა აცხადებდა, რომ ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნებოდა. თუმცა, მანამდე, პრეზიდენტი ტრამპი პანდემიის სიმძაფრეს აკნინებდა და აკრიტიკებდა მეცნიერების განცხადებას, რეალური საშიშროების შესახებ.  ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც პანდემიამ განსაკუთრებით აზარალა. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ-19-ს ქვეყანაში 340 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაძაბულობა რესპუბლიკელებთან რესპუბლიკელი პრეზიდენტი უკანასკნელ დღეებში ხშირად აკრრიტიკებს რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტ ტრამპს, როცა ის არჩევენების გაყალბების შესახებ ირწმუნებოდა. და მეორე - წლის ბოლოს, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა უარყვეს მისი მოთხოვნა როგორც თავდაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით, ისე - პანდემიის გამო შემუშავებული, ეკონომიკური დახმარების მორიგი პაკეტის საკითხზე. მიტჩ მაკკონელმა, სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელმა ლიდერმა, კვლავ არ დაუჭირა მხარი ამერიკელებისთვის ინდივიდუალური ფინანსური დახმარების გაზრდას. „სოციალიზმი მდიდარი ადამიანებისთვის“ - ასე უწოდებს მაკკონელი პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას, რომ ამერიკელებმა დახმარების სახით, $600-ის ნაცვლად, $2 000 მიიღონ. კანონპროექტი, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, ორშაბათს მიიღო. უმრავლესობის რესპუბლიკური ლიდერი, ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებებს თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან დაკავშირებით, რომელსაც დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო. თუმცა, მისურის სენატორი, ჯოშ ჰოული აცხადებს, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს ჯო ბაიდენის გამარჯვებას, როცა კონგრესი 6 იანვარს, საარჩევნო კოლეგიის ხმებს ოფიციალურად, ფორმალურად დაითვლის. ამან სენატში შესაძლოა ხანგრძლივი დებატები გამოიწვიოს, თუმცა შედეგების შეცვლის არანაირი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, ამერიკელებს დახმარების სახით, 600 დოლარის ნაცვლად, 2 000 დოლარი მიეღო. ბევრი ამერიკელის საბანკო ანგარიშზე დახმარების $600-იანი მორიგი ტრანში უკვე დაჯდა. ამ იდეის მხარდამჭერებს შორის არიან დევიდ პერდიუ და კელი ლოუფლერი, რომლებიც ჯორჯიის შტატის სენატორობისთვის იბრძვიან. იქ არჩევნების მეორე ტური ხუთ იანვარს ჩატარდება და წორედ ეს კენჭისყრა განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება სენატში უმრავლესობა.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share