Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველო: 23 გარდაცვლილი; 990 ახალი ინფიცირებული; მიმოსვლის შეზღუდვის განახლება


Recommended Posts

  • ფორუმელი

ბოლო 24 საათში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში 990 ახლადდადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამით კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 228 410-მდე გაიზარდა. პარასკევს, კორონავირუსის გართულებებით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა აღირიცხა. საქართველოში ახალ კორონავირუსს სულ 2 528 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3 265 პირი. პანდემიის დაწყებიდან  დღემდე კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ სულ 214 992 შეადგინა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეს, საქართველოში 322 ადამიანი იმყოფება, 858 პირი კლინიკურ-სასტუმროებშია განთავსებული. საკარანტინე სივრცეებში 415 ადამიანი იმყოფება და თვითიზოლაციაში 30 732 პირია. დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები. ზომები 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამით, დროებით მოხსნილი იყო. წესის დარღვევისთვის 2 000 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული. გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.  ამ ეტაპზე, შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. კიდევ ერთი გამონაკლისი იქნება დაშვებული 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.  

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share