ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 მონტენეგროს პარლამენტმა მხარი დაუჭირა რელიგიის სადავო კანონში ცვლილებებს. კანონს მკაცრად აკრიტიკებენ ეთნიკური სერბები და სერბული მართლმადიდებლური ეკლესია. მმართველი კოალიციის 41-მა დეპუტატმა, 29 დეკემბერს, მხარი დაუჭირა კანონს რელიგიის თავისუფლების შესახებ. კანონის მიღებას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. 28 დეკემბერს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში პარლამენტის წინ. მომიტინგეები მთავრობის მიერ შთავაზებულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. მოსახლეობას აქციაზე მონტენეგროს დროშა და პლაკატები ჰქონდა მიტანილი წარწერით: "ღალატი" და "ეს არ არის სერბეთი". ეს საპროტესტო აქცია ქვეყანაში პირველია მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მცირე უპირატესობით ოპოზიცია მოვიდა და პრემიერ-მინისტირი ჟდავკო კრივოკაპიჩი გახდა. აგვისტოს საპრალამენტო არჩევნების შემდეგ მანამდე მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია ოპოზიციაში გადავიდა. მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯუკანოვიჩს, რომელიც ახლა ოპოზიციის ლიდერიცაა, 7 დღე აქვს იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს ცვლილებებს, ან პარლამენტს უკან დაუბრუნოს იგი. თუ დეპუტატები კანონს მეორედაც უყრიან კენჭს და მხარს დაუჭერენ, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია, რომ მას ხელი მოაწეროს. მონტენეგროს რელიგიის კანონის მიხედვით, რომელიც ერთი წლის წინ მიიღეს, რელიგიურმა გაერთიანებებმა, 1918 წლის შემდეგ მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლება უნდა დაასაბუთონ. სწორედ ამ წელს, მონტენეგროს მართლმადიდებლური ეკლესია შეუერთდა სერბეთის, ხორვატიისა და სლოვენიის სამეფოს, ხოლო მონტენეგროს ეკლესია დაექვემდებარა სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამ ნაბიჯით მონტენეგროს ეკლესიამ დაკარგა ყველანაირი ქონება, რომელიც მას გააჩნდა. სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მომხრეები, ასევე სერბეთის მომხრე პარტიები ამბობენ, რომ მონტენეგროს მთავრობა ამ კანონით ცდილობს ეკლესიის ქონება მიიტაცოს, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამის მცდელობა არ აქვთ. სერბეთი და მონტენეგრო ყოფილი იუგოსლავიის წევრები იყვნენ, ვიდრე 2006 წელს მონტენეგრომ დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. მონტენეგრო, ახლა ნატოს წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის წევრობას გეგმავს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა