Jump to content
×
×
  • Create New...

ირანის მთავრობამ ბირთვული პროგრამის აჩქარების კანონის ამოქმედება შეაყოვნა


Moor
 Share

Recommended Posts

ირანის მთავრობამ შეაყოვნა პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონის ამოქმედება, რომელიც ურანის გამდიდრების პროგრამის მყისიერ აჩქარებას ითვალისწინებს. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ის დიპლომატიურ ძალისხმევისთვის ზიანის მომტანი იყო. იმავდროულად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანას ამ კანონის ასამოქმედებლად, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაუყოვნებლად დაიწყოს, საკმარისი ფინანსები არ გააჩნია. ირანის პარლამენტმა, სადაც ხისტი პოლიტიკოსები დომინირებენ, აღნიშნული კანონი წამყვანი ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფაქრიზადეს მკვლელობის შემდეგ მიიღო. ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ კანონი, რომელსაც პოტენციურად ირანის მიერ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დროის შემცირება შეეძლება, მომავალი თეთრ სახლს დიპლომატიურ ძალისხმევას გაურთულებს. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობების ჩარჩოებში დაბრუნდება. ზოგიერთმა ექსპერტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ირანმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შეერთებულ შტატებთან მომავალ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share