Jump to content
×
×
  • Create New...

"შობის ვარსკვლავი" ბოლოს ასე 800 წლის წინ გამოჩნდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

"დიდი შეერთება" შედგა. მსოფლიომ დღეს ნათლად იხილა თუ როგორ მიუახლოვდა ერთმანეთს მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა. იუპიტერისა და სატურნის დიდი შეერთების კულმინაცია დღეს მოხდა, თუმცა პროცესი უკვე თვეებია მიმდინარეობს. პლანეტების "დიდ შეერთებას" "შობის ვარსკვლავად" მოიხსენიებენ, რადგან ის სხვადასხვა დროს, სწორედ შობის პერიოდში ხდება. ისტორიულ პროცესს ტელესკოპების მეშვეობით მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ლაივ სიგნალის გადაცემა ამ დრომდე მიმდინარეობს. მზის სისტემაში განვითარებულ პროცესს ბევრი მითი აქვს, თუმცა ნასა განმარტავს თუ რატომ არის ეს მოვლენა იშვიათი.  მეცნიერები ამბობენ, რომ  400 წელია პლანეტები ასე ახლოს ერთმანეთთან არ ყოფილან.  ისინი ბოლოს ერთმანეთს ღამის ცაზე 800 წლის წინ მიუახლოვდნენ. საინტერესოა ისიც, რომ პლანეტების "შეერთება" ყველაზე დიდ ღამეს დაემთხვა. ეს პროცესები კი იუპიტერისა და სატურნის დღევანდელ "დიდ შეერთებას" იშვიათად და ისტორიულად აქცევს.  ნასაში ამბობენ, რომ მზის სისტემაში ზოგადად იუპიტერისა და სატურნის გათანაბრება იშვიათი მოვლენა არ არის და პროცესი 20 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა დღევანდელი მოვლენა ნამდვილად გამონაკლისია.  დიდი შეერთების ხილვა დედამიწიდან ყველაზე კარგად ეკვატორიდან ჩანდა. ასეთი შეერთების ხილვას ადამიანები კიდევ 2080 წელს შეძლებენ. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share