Jump to content
×
×
  • Create New...

ლეპტოპების და კომპიუტერების დეფიციტი 2022 წლამდე არ მოგვარდება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2020 წელს მოსახლეობამ ლეპტოპებისა და კომპიუტერების მომარაგება დაიწყო. ტექნიკაზე ასეთი მოთხოვნის ბუმი მსოფლიოს მასშტაბით მას შემდეგ არ ყოფილა, რაც 2007 წელს პირველი აიფონი გამოვიდა. მართალია, მოთხოვნა კომპუტერებზე სულ უფრო იზრდება, თუმცა, მწარმოებლები საკმარისი რაოდენობის ტექნიკის მიწოდებას ვერ ახერხებენ.  სახლიდან მუშაობამ და სწავლამ, განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ტექნიკაზე ასეთ მოთხოვნას. „მიწოდების მთელი ჯაჭვი ისეთი დატვირთულია, როგორც არასდროს“, ამბობს გრეგ პრენდერგასტი, „პან-ამერიკის“ წარმომადგენელი.  პერსონალური კომპიუტერების მიწოდების მაჩვენებელი 2008 წელს 300 მილიონი იყო, ხოლო ბოლო პერიოდში 250 მილიონამდე ჩამოვიდა. არავინ ელოდა, რომ ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზრდებოდა, თუმცა პანდემიამ მოლოდინები სრულად შეცვალა.  ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ 2020 წელს ძველი მაჩვენებელი, 300 მილიონიანი ბრუნვა დაბრუნდება და წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით გაიზრდება.  2021 წლის ბოლოსთვის,  სახლში დაინსტალირებული  პერსონალური კომპიუტერებისა და ტაბლეტების რიცცხვი 1,77 მილიონს მიაღწევს. 2019 წელს იგივე მაჩვენებლი 1,64 მილიონი იყო. ვირუსის გავრცელებამ ოჯახები აიძულა, რომ ტექნიკის რაოდენობა ოჯახში გაეზარდათ. თუ აქამდე ოჯახში ერთი კომპიუტერი იყო, ახლა ოჯახის ყველა წევრს აქვს რაიმე ტიპის პერსონალური ტექნიკა.  კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მიწოდება დროულად მომხდარიყო- დააჩქარეს გაგზავნის დრო, დაამატეს დეტალების მიმწოდებლები, დააანონსეს უკეთესი მოდელები მომავალი წლისთვის, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა საკმარისი.  სიტუაციას ართულებს ისიც, რომ თავად მწარმოებლები ვერ ახერხებენ საკმარისი რაოდენობით საჭირო ნაწილების შეძენას. პანდემიის გამო ბევრი ქარხანა დაიხურა და კომპიუტერების ეკრანებისა და პროცესორების შოვნა ძალიან გართულდა.  ზოგიერთი კომპიუტერი კი, რომელიც ბაზარზე მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდება, ახალ საჭიროებებს აჩენს. მაგალითად, საჭირო იქნება უკეთესი კამერებისა და მიკროფონების ჩაშენება იმისთვის, რომ ვიდეო კონფერენციაზე დასწრება მოუხერხებელი არ იყოს.  სემ ბარდი, კომპანია „დელის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ ინდუსტრიის ასეთი "რენესანსი“ საჭიროს ხდის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იმისთვის, რომ სამუშაოები გამარტივდეს. „დელის“ ონლაინ გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა.    

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share