Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-20eeea16fc0207689faf7aa60eedc345.jpeg

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში 2 505 პაციენტი დაიღუპა კორონავირუსის მიზეზით.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსის 1 527 შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელებულია 1 282 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე. საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 71, ხოლო იმერეთში - 68. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 132 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 813 პირი, აჭარაში - 2 728, იმერეთში - 3 644.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   33 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 33 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(3)