Jump to content
×
×
  • Create New...

პროცესები პოსტ-საბჭოთა სივრცეში კრემლს "პოსტიმპერიული ტრანსფორმაციისკენ" უბიძგებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-06ebaf042fda033a07600785bdac99ee.jpeg

2020 წელი რუსეთის სამეზობლოში არც ისე მშვიდი იყო. მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნები 2021 წლისგან მეტ სტაბილურობასა და მშვიდობას ელიან, კრემლს საკუთარი შესაძლებლობების გადახედვა სჭირდება.  აგვისტოში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და დასავლეთი გაყალბებულად მიიჩნევს, საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება. ალექსანდრ ლუკაშენკოს უმთავრესი იმედი კი კვლავ კრემლია.  შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა კავკასიაშიც. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო, მთიანი ყარაბაღისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბრძოლა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ შეწყდა. თუმცა, ოფიციალურად ესკალაცია რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. სადავო ტერიტორიაზე კი რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ.   პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა ყირგიზეთშიც, ოპოზიციამ სამთავრობო შენობები შტურმით აიღო, მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი კი იძულებული გახდა გადამდგარიყო.  ასევე, პრო-რუსულად განწყობილი პრემიერ-მინისტრის მთავრობა გადაირჩიეს მოლდოვაში. ახლადარჩეული პრემიერი და პოლიტიკური ძალა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის პირობას დებს, თუმცა, წინამორბედთან შედარებით, მეტად პრო-დასავლურად განწყობილი ლიდერებითაა დაკომპლექტებული.  ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, მოსკოვი რეგიონში პრიორიტეტების გადახედვას იწყებს და იმ რესურსებს აფასებს, რომლებითაც ამა თუ იმ პროცესში ჩარევა ან მათზე გავლენის მოხდენა შეუძლია.  "გავლენის შესახებ რუსეთის აღქმა, მისი წარმოდგენა შესაძლოა მალე შეიცვალოს", - ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ფიოდორ ლუკიანოვი. "ესაა ბუნებრივი შემდეგი ნაბიჯი მისი პოსტიმპერიული ტრანსფორმაციისა".  ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში მეზობლების მიერ არაერთი აგრესიული ქმედებისა, ტერიტორიების ოკუპაციისა და სეპარატისტების მხარდაჭერისა, ახლა მოსკოვისთვის შესაძლოა უფრო მეტად გაანგარიშებული მიდგომის პერიოდი იყოს, სადაც კრემლს ესმის გარკვეული ლიმიტების არსებობა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამას დიდწილად ეკონომიკურ-ფინანსური საკითხებიც განაპირობებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა, რომელიც ევროკავშირის მსგავს სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბებულიყო, ეს როლი ვერ შეასრულა და წევრების უკმაყოფილებაც გამოიწვია. ამასთან, მართალია დასავლეთის სანქციები რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგიის ექსპერტი იუვალ უებერი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ეს პროცესები კრემლს რეგიონული მიდგომის რაციონალიზაციისკენ უბიძგებს.  მასალა თავდაპირველად "რადიო თავისუფლებისთვის" მომზადდა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share