ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 29 დეკემბერს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი პიერ კარდენი. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა. პიერ კარდენი - თანამედროვე მსოფლიოს მაღალი მოდის შემქმნელი, საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების და ევროპის უმსხვილესი მეწარმეების სიაში შედიოდა. მისი ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 1960 წელს კარდენმა პირველად წარმოადგინა მამაკაცის ტანსაცმლის კოლექცია და ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ე.წ. უნისექსის სტილი. მან ასევე პირველმა დაიწყო დიზაინერული ნაწარმის მასობრივი გაყიდვა მაღაზიებში. პიერ კარდენი ვენეციის მახლობლად, დიდ ღარიბ ოჯახში დაიბადა. 14 წლის ასაკში ის მამაკაცის ტანსაცმლის მკერავის მოწაფე გახდა ფირმა Paquin-ში, ხოლო შემდეგ - მთავარი დიზაინერი კრისტიან დიორის ატელიეში. საკუთარი მოდის სახლი კი ცნობილმა მოდელიერმა 1950 წელს დააარსა. პიერ კარდენის ქონება 2018 წელს 800 მილიონ დოლარს შეადგენდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა