Jump to content
×
×
  • Create New...

ნავალნის რუსეთში დაბრუნება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებიან


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-776771f55a0aa88648ab707b464ba22f.jpeg

ალექსეი ნავალნიმ, რუსმა ოპოზიციონერმა, რუსეთის ფედერალური საპატიმროდან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ის დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს რუსეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პატიმრობა ემუქრება. ნავალნი ახლა გერმანიაშია, სადაც საბჭოთა ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელის შესრულების წესები.  ”მსჯავრდებული არ ასრულებს სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და თავს არიდებს სისხლის სამართლის ინსპექტორების ზედამხედველობას”, - აცხადებენ საპატიმროში. ნავალნის გამოსაცდელ პერიოდს 30 დეკემბერს ეწურება ვადა. ნავალნი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პუტინის მკაცრი კრიტიკოსი ამბობს, რომ 2014 წელს საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.  რუსული  კანონმდებლობის მიხედვით, პირობითი მსჯავრი პატიმრობით შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურმა პირებმა, სავარაუდო დარღვევები დაადგინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავალნის მოსთხოვეს, რომ რუსეთში 29 დეკემბრის დილას დაბრუნებულიყო, რაც მისი წარმომადგენლის თქმით, შეუძლებელია. ნავალნი ისევ გადის რეაბილიტაციის პროცესს და რუსეთში ახლა ვერ დაბრუნდება, ამბობს კირა იარმიში, ნავალნის წარმომადგენელი.  2020 წლის 20 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა, შემდეგ გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ნავალნის გარემოცვა ცდილობდა, რომ პუტინის მწვავე კრიტიკოსი და არაერთი კორფუციული გეგმის გამომძიებელი პოლიტიკოსი რუსეთიდან წაეყვანა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად მკურნალობა სხვაგან გაეგრძელებინათ. ქალაქ ტომსკიდან ნავალნის გერმანიაში გადაყვანა ორი დღის შემდეგ მოახერხეს. კომაში მყოფი ოპოზიციონერი ექიმებმა გადაარჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ ნავალნი საბჭოთა ნერვული აგენტით, „ნოვიჩიკით“ იყო მოწამლული. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ევროპის რამდენიმე სხვა ლაბორატორიამაც დაადასტურა. ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამვლასა და თავისი მკვლელობის მცდელობაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს. ნავალნის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) გამოყენებით პუტინმა მისი მოკვლა სცადა. რუსი გამომძებლები ამტკიცებენ, რომ ნავალნის მოწამვლის კვალი არ ეტყობოდა, შესაბამისად გამოძიების დაწყებას აზრი არ აქვს. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share