Jump to content
×
×
  • Create New...

მილიონობით საშობაო ნაძვი საქართველოდან - ევროპისთვის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-d1db74a2a830a7469f16ba6f4f1adb45.png

ევროპაში, ყოველ წელს საშუალოდ 80 მილიონი ბუნებრივი საშობაო ნაძვის ხე იყიდება.  მილიონობით ნაძვის ხე, რომელსაც ევროპელები საშობაოდ რთავენ, საქართველოში მოპოვებული, კავკასიური სოჭის თესლისგანაა გაზრდილი. გირჩის მომპოვებლები, საშუალოდ 50 მეტრის სიმაღლის ხეზე ადიან. ამ სარისკო საქმიანობის შესახებ, “BBC”-იმ მაყურებელს ცოტა ხნის წინ მოუთხრო. თავად „ბიბისის“ კი საკუთარი გამოცდილების შესახებ ბერდია კუბლაშვილმა უამბო, რომლიც ამ საქმიანობით თითქმის სამი ათეული წელია დაკავებული. „დაბალანაზღაურებადი ქართველი მუშები, ვინც თქვენი საშობაო ხისთვის, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ“ - ამ სათაურით, ქართული წარმომავლობის ევროპულ საშობაო ნაძვის ხეებზე, გასულ წელს მკითხველს „გარდიანმაც“ უამბო. „საიდან მოდის ევროპის საუკეთესო საშობაო ნაძვის ხეები“ – ამერიკელ მკითხველს ქართველი გირჩის მომპოვებლების შესახებ „ვაშინგტონ პოსტიც“ უყვებოდა. ბერდია კუბლაშვილი, „ბიბისის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში, იმ რისკების შესახებ ყვება, რაც ამ საქმიანობას თან ახლავს. მას იმედი აქვს, რომ ევროპელები, საშობაო სუფრაზე მის საქმიანობას დააფასებენ და მადლობას გადაუხდიან.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share