Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ-ში ვაქცინაცია დაგეგმილზე ნელი ტემპით დაიწყო


Recommended Posts

  • ფორუმელი

ამერიკელების ვაქცინაცია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, იმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ფიქრობდნენ. დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ წლის ბოლოს 20 მილიონი ადამიანი მიიღებდა ვაქცინას. ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 30 დეკემბრისთვის მხოლოდ 2.6 მილიონი ადამიანია აცრილი. ქვეყნის მასშტაბით კი დაპირებულის ნაცვლად, ვაქცინის მიწოდება მხოლოდ 12.4 მილიონით შემოიფარგლა.  პრეზიდენტ ტრამპს ამ საკითხზე ბევრი არ უსაუბრია. პრეზიდენტობის მიწურულს, ძირითადი საკითხი, რაზეც ის საუბრობს, კვლავ გასული საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტი ისევ იმეორებს, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გააყალბეს. თუმცა, ის ტვიტერზე ვაქცინაციის საკითხსაც მოკლედ შეეხო. „ფედერალურმა მთავრობამ ვაქცინა შტატებს გადასცა. ახლა უკვე შტატების პრეროგატივაა მათი ადმინისტრირება. იმოქმედეთ“, - თქვა პრეზიდენტმა. ვაქცინაციის პროცესმა ბევრი პრობლემა წარმოაჩინა, მათ შორის დაფინანსების სიმწირე მათი ადმინისტრირებისთვის და სხვადასხვა თემებში, ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სირთულე. თითოეული შტატი თავად წყვეტს, თუ ვინ უნდა მიიიღოს ვაქცინა პირველ რიგში, თუმცა ჯანდაცვის მუშაკები და მოხუცებულები, რომლებიც თავშესაფრებში ცხოვრობენ, თითქმის ყველგან პრიორიტეტია. უისკონსინში, ერთ-ერთი  ფარმაცევტის ქმედებამ, ბევრი შეაშფოთა. მან ვაქცინის 500 დოზა განზრახ გამოიღო მაცივრიდან, რამაც მისი გაფუჭება გამოიწვია. ის ხუთშაბათს დააკავეს. საავადმყოფოს თანამშრომლებმა ეს 500 დოზა ისე გამოიყენეს, რომ არც იცოდნენ, რომ ვაქცინა ვარგისი არ იყო. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 57 ადამიანი, ვინც გაფუჭებული ვაქცინა მიიღო, გააფრთხილეს. თუმცა უცნობია, თუ რას გააკეთებს უისკონსინის ეს საავადმყოფო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უვარგისი ვაქცინა გაუკეთეს. საავადმყოფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ვაქცინის მწარმოებელ „მოდერნასთან“ კომუნიკაცია აქვთ და რომ უვარგისი ვაქცინა, მათი მიმღებებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის პროცესი მომავალი კვირიდან უფრო ინტენსიური გახდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით 345 000 გარდაიცვალა და ინფიცირებულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share