Jump to content
×
×
  • Create New...

ამერიკელი ფარმაცევტი ვაქცინების განზრახ გაფუჭებაშია ეჭვმიტანილი


Recommended Posts

  • ფორუმელი

უისკონსინის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტი, კოვიდ-19-ის ვაქცინების გაფუჭების ბრალდებით დააკავეს. ის ეჭვმიტანილია 500-ზე მეტი ინექციის განზრახ მაცივრიდან გამოღებასა და გაფუჭებაში.  ფარმაცევტი ქალაქ გრაფტონის ავრორას სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი იყო. მას შემდეგ, რაც მაცივრის გარეთ ვაქცინის 57 კოლოფი იპოვეს, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილის ვინაობას ოფიციალური პირები ჯერ არ ამხელენ. თითოეულ კოლოფში ვაქცინის 10 დოზა იყო. საეჭვო ვარგისობის 60-მდე დოზა აცრებისთვის უკვე იყო გამოყენებული, როდესაც ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ის ინექციები მაცივრის გარეთ საკმარისად დიდხანს იყო დატოვებული საიმისოდ, რომ ვაქცინა არაეფექტური გამხდარიყო. ამის შემდეგ, 500-მდე საეჭვო დოზა განადგურდა.  ვაქცინის მწარმოებელი კომპანია "მოდერნა" აცხადებს, რომ ვაქცინა, რომელიც მაცივარში შესაბამის პირობებში არ ინახებოდა და ადამიანებს მაინც გაუკეთეს, მათთვის სახიფათო არ არის. თუმცა ცხადია, კოვიდ-19-ისგან მათ შესაბამისად ვერ დაიცავს. მათ, ვინც არაეფექტური ვაქცინა მიიღო, მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს და აცრას თავიდან გაუკეთებენ. თუმცა, ამ ინციდენტის გამო 570-მდე ადამიანის იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა.  არც საავადმყოფოს და არც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები არ საუბრობენ შესაძლო მოტივებზე, რამაც ფარმაცევტს ვაქცინების დაზიანების გადაწყვეტილება მიაღებინა. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   330 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 330 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(2)