Jump to content
×
×
  • Create New...

პასუხები ვირუსის ახალ ვარიაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე


Recommended Posts

უფრო სწრაფად ვრცელდება? უფრო მძიმედ აავადებს? ვაქცინები და მკურნალობა არ მოქმედებს? - კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, მოსახლეობაში დასმული კითხვები თითქმის ისეთივე სისწრაფით მრავლდება, როგორც კორონავირუსის ახალი ვარიაციები. დღეს განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ბრიტანეთში ნაპოვნი კორონავირუსის შტამის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა მუტაციები. მის შესახებ ფართო საზოგადოებამ დეკემბერში შეიტყო. ის უკვე ჩინეთში, შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იპოვეს. "ამერიკის ხმა" გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტებს ესაუბრა და მათ კორონავირუსის ამ ახალ შტამთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტუალური კითხვა დაუსვა.  საიდან მოვიდა ეს ახალი ვარიაცია? ახალი ვარიაციების წარმოშობა თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც ერთი წლის წინ, ჩინეთში, ახალი კორონავირუსი იპოვეს. ვირუსები, მოსახლეობაში გავრცელებასთან და გამრავლებასთან ერთად, ხშირად განიცდიან მუტაციას, ან მცირე ცვლილებებს.  ცვლილებების უმეტესობა ტრივიალურია. "ძირითადად, ეს მათ გენეტიკურ ანბანში ერთი-ორი ასოს შეცვლას უკავშირდება, რაც ხარისხობრივად, დაავადების გამოწვევის უნარზე დიდ გავლენას არ ახდენს" - ამბობს პროფესორი ფილიპ ლენდრიგანი, რომელიც წარსულში შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში მუშაობდა, ახლა კი ბოსტონის კოლეჯში გლობალური ჯანდაცვის პროგრამის დირექტორია.  მისი თქმით, სიტუაცია შემაშფოთებელი ხდება, თუ ვირუსის მუტაცია მის ზედაპირზე ცილების ისეთი სახეცვლილებითაა წარმოდგენილი, რომელიც მას დაეხმარება დაუსხლტეს წამლებს ან იმუნურ სისტემას და უფრო მეტად გამრავლდეს. მოკლედ, ვირუსთან ბრძოლა მაშინ რთულდება, როცა მასში დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ვირუსი წინა ვერსიებისგან ძლიერ განსხვავებული ხდება.  რატომაა ერთი ვარიაცია უფრო დომინანტური, ვიდრე მეორე?  ეს ხდება მაშინ, თუ ეს ერთი ვარიაცია შედარებით გამძლე გამოდგება და ერთ გეოგრაფიულ სივრცეში გამრავლდება. გაგონილი გექნებათ ტერმინი: სუპერ-გამავრცელებელი ღონისძიება. ეს ძირითადად მასობრივი თავშეყრების დროს ხდება, როცა ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრებას აქვს ადგილი და ერთ-ერთი შტამი ფართოდ გავრცელდება.  მსგავსი რამ ვირუსის მუტაციის გზითაც შეიძლება მოხდეს, როცა ვირუსი თავის გადასარჩენად, უფრო გამძლე ვერსიას წარმოშობს. ასეთ მუტაციას გარკვეული პერიოდით შეიძლება მეტად გავრცელების, მოსახლეობაში უფრო ხშირი ცირკულაციის უნარი ჰქონდეს. ჯერჯერობით ზუსტად არც ის არის ცნობილი, თუ რამდენად უფრო მეტად ვრცელდება ბრიტანეთში დაფიქსირებული მუტაცია. მტკიცებულებები უკვე არსებობს, მაგრამ - არასაკმარისად. მეცნიერები ამაზე ჯერ კიდევ მუშაობენ. ის ინფორმაცია, რაც დღეისთვის არის ცნობილი, უფრო პოლიტიკოსების და მედიის მიერ გავრცელებული ცნობებია. ჯერჯერობით მარტო ის ვიცით, რომ ეს ახალი ვარიაცია "სხვა შტამებზე მოხერხებულია, უფრო სწრაფად მოძრაობს და შედარებით მეტ ხალხს აინფიცირებს" - ამბობს პროფესორი ლენდრიგანი.   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მუტაციის დეტექცია პირველად არა დეკემბერში, არამედ სექტემბერში მოხდა. როგორც შევიტყვეთ, თითქმის პარალელურად გამოჩნდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვერსიაც, რომელიც ასევე უფრო მეტად ვრცელდება.  რამდენადაა შემაშფოთებელი ეს ე.წ. ბრიტანული ვერსია? მას ბევრი მუტაცია აქვს, თითქმის 24. ექიმი რავი გუფთა, ბრიტანეთში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ამბობს, რომ მათ სპეციალური მოდელებით გამოთვალეს კორონავირუსის ახალი ვერსიის გავრცელების უნარი. წინასწარი მონაცემებით, ეს ვერსია შეიძლება ორჯერ უფრო მეტად ინფექციური იყოს, ვიდრე ბრიტანეთში ყველაზე მეტად გავრცელებული სხვა ვერსიები. ექიმ გუფთას თქმით, მათი ანგარიში უკვე მზადაა და მალე სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება. ახალი ვარიაცია უფრო აავადებს, ან უფრო კლავს? "ჯერჯერობით არ არის არანაირი მტკიცებულება და არც არანაირი ნიშანი იმის, რომ ამ ორიდან რომელიმე სიმართლეს შეესაბამებოდეს" - ამბობს პროფესორი ლენდრიგანი. თუმცა, ის იმასაც უსვამს ხაზს, რომ "ეს ის ორი მთავარი საკითხია, რომელზეც თვალი უნდა გვეჭიროს". პროფესორის თქმით, რაც მეტი ადამიანი ინფიცირდება ამ ახალი ვარიაციით, უფრო მეტად გვეცოდინება, თუ რასთან გვაქვს საქმე, "ხდის თუ არა ეს ახალი შტამი ადამიანებს უფრო ავად". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიების ექსპერტი მარია ვან კერხოვი კი ამბობს, რომ "ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცვლილებები არ არის" არც დაავადების და არც სიმწვავის მიმართულებით.  რა გავლენა აქვს მუტაციას მკურნალობის მეთოდებზე? ბრიტანეთში შესწავლილი რამდენიმე შემთხვევის საფუძველზე, გაჩნდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლადგამოჩენილი ვარიაციები მკურნალობის მიმართ შეიძლება უფრო მეტი მდგრადობით გამოირჩეოდეს. არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ეს ვარიაციები, შეიძლება მკურნალობის შედეგად, ანტისხეულების გამომუშავებას ბლოკავდეს. თუმცა, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დასკვნების გამოტანა ახლა ნაადრევია - აღნიშნავს მარია ვან კერხოვი. მედიკამენტების ერთ-ერთი მწარმოებელი "ელი ლილი" კი აცხადებს, რომ მათ მიერ გამოშვებული კოვიდ-19-ის წამალი მთელ თავის აქტივობას ინარჩუნებს.  ვაქცინები რამდენად ეფექტური იქნება? მეცნიერები ფიქრობენ, რომ დღევანდელი წარმატებული ვაქცინები ახალი ვარიაციების მიმართაც ეფექტური იქნება. ოთხშაბათს, ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ არ არსებობს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ახალი შტამები არსებული ვაქცინების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.  ვაქცინები იმუნური სისტემის ფართო სპექტრის საპასუხო რეაქციას იწვევს, რათა ორგანიზმმა ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშაოს. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ვაქცინები ეფექტურობის მოლოდინს გაამართლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი ტექნოლოგიებით, ვაქცინის მოდიფიკაციაც ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი - აღნიშნავენ ისინი.  რა ვიღონოთ რისკის შესამცირებლად? - ის, რასაც ჯანდაცვის ექსპერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვირჩევენ: ვატაროთ ნიღბები, ხელი ხშირად დავიბანოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მოვერიდოთ ჯგუფურ თავშეყრებს. "მთავარია [კორონავირუსის] გავრცელება შევზღუდოთ", აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ექიმი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. მისი თქმით, ვირუსს "რაც მეტად გავრცელების საშუალებას მივცემთ, მით მეტ მუტაციას მივიღებთ".   

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share