Jump to content
×
×
  • Create New...

დაყოფილი გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ორბიტას დღეს საბოლოოდ დატოვებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ახალი წლის ღამეს, ახალი ერა იწყება ევროპის კონტინენტზე, ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვისაც. მართალია, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი გასული წლის 31 იანვარს დატოვა, მაგრამ წევრობა და სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად კვლავ გრძელდებოდა წლის ბოლომდე.  ევროპული პროექტის მიმართ ბრიტანეთის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ერთგულების შემდეგ, მისთვის ზურგის შექცევა, ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაზე გავლენას კიდევ თაობების განმავლობაში მოახდენს. ბოლო 5 წლის განმავლობაში "ბრექსიტის" კრიზისი ევროპის პოლიტიკის უდიდესი ნაწილი იყო, შეშფოთებას იწვევდა ვაჭრობის სფეროში და ლახავდა ბრიტანეთის, როგორც დასავლური ეკონომიკისა და პოლიტიკის სტაბილურობის ერთ-ერთი ქვაკუთხედის, რეპუტაციას.  "ბრექსიტმა" ასევე შეასუსტა კავშირები ინგლისს, უელსს, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორიდაც, რომელთა საერთო ეკონომიკის მოცულობაც 3 ტრილიონ დოლარზე მეტია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კი იმედიანადაა განწყობილი. ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების დამტკიცებამდე პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, მან თქვა: "ბრექსიტი არის არა დასასრული, არამედ - დასაწყისი". მისი თქმით, ბრიტანეთი ევროპული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილად რჩება. თუმცა, ბორის ჯონსონის "ბრექსიტ"-კამპანიისგანაც ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს ახალი, "დამოუკიდებელი" ბრიტანეთი. მით უფრო, რომ კოვიდ-19-ის კრიზისთან გასამკლავებლად, ბრიტანეთი რეკორდული რაოდენობით თანხებს სესხულობს.  "ბრექსიტი" ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, პროცესს, რომელიც "ბრექსიტის" სახელით გახდა ცნობილი, 2016 წლის 23 ივნისს რეფერენდუმზე უყარეს კენჭი. 17.4 მილიონი ამომრჩევლის 52%-მა მხარი ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა. 16.1 მილიონმა ანუ 48%-მა კი - დარჩენას. ინგლისსა და უელსში მხარი "ბრექსიტს" დაუჭირეს. შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ევროპულ გაერთიანებაში დარჩენა ამჯობინეს. თუკი ევროკავშირის დატოვება წლების წინ "ევროსკეპტიკოსი" პოლიტიკოსების არარეალისტური ოცნება იყო, 2020 წლის 31 იანვარს, ქვეყანა ოფიციალურად ტოვებს გაერთიანებას.  თუკი 48 წლის წინ ევროკავშირი ბრიტანელთათვის საუკეთესო გზა ჩანდა, ახლა მოსახლება მკვეთრადაა დაყოფილი მისი უპირატესობებისა და ნაკლოვანების შესახებ შეხედულებებში. ბორის ჯონსონის კი, "ბრექსიტის" კამპანიის, ერთ-ერთი გულმხურვალე ლიდერის თქმით, "ბრიტანეთს გლობალური მომავალი აქვს". ჯონსონმა 2019 წელს მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, კონსერვატორთა ყველაზე დიდი უმრავლესობის მოპოვება მოახერხა. "ბრექსიტის" მხარდამჭერები ამბობენ, რომ ევრო-პროექტში გერმანია დომინირებს და გაერთიანებამ ვერ მოახერხა ისეთ გლობალურ ძალებთან კონკურენცია, როგორიც შეერთებული შტატები და ჩინეთია.  მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ "ბრექსიტი" დასავლეთს დაასუსტებს, ძირს გამოუთხრის ქვეყნის ეკონომიკასაც და ბრიტანეთს ნაკლებ კოსმოპოლიტურ კუნძულთა ნაკრებად აქცევს. ნაწილობრივ სწორედ "ბრექსიტის" გამო იზრდება შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რიცხვიც. ეს კი ინგლის-შოტლანდიის 300-წლოვან კავშირს უქმნის საფრთხეს.  გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება, თითქმის 50-წლიანი წევრობის შემდეგ, ბევრ კითხვას აჩენს საზღვრებზეც, რომლებიც ჯერ ბოლომდე მოუგვარებელია. ეს ნიშნავს ახალ პირადობის მოწმობებს, ექსპორტ-იმპორტის განსხვავებულ წესებსა და საფასურებს. 

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share