Jump to content
×
×
  • Create New...

სიძულვილი


Holden Caulfield
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
8 minutes წინ, ChariotGod said:

ტიპა როგორც ზიზღი-სიძულვილი განსხვავდება ეგრე რომ განსხვავდებოდეს სიყვარულისაგან. ვოდა რა ქვია მაგ გრძნობას ქართულად. კრძალვა maybe?

არა, კრძალვა რატომ. აი ვთქვათ გეზიზღება რამე საჭმელი (კატის ხორცი, მაგალითად). როცა პირიქით, გიზიდავს და გეგემრიელება რომელიმე კერძი, კრძალვა ხომ არ გაქვს მის მიმართ?  ოღონდ რა უნდა ერქვას, მეც ვერ მომიფიქრებია. მიზიდულობა ყველაზე ახლოა, თუმცა უფრო ზუსტი, ლამაზი და გემრიელი სიტყვაც უნდა არსებობდეს.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

4 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

მიზიდულობა

ეგ კაკრას ჩვეულებრივი სიყვარულია, მეოთხე უნდა იყოს საკრალურის პონტში. ვოპშემ კრძალვაა რა სკარეე ვსევო. 

10 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

როცა პირიქით, გიზიდავს და გეგემრიელება რომელიმე კერძი, კრძალვა ხომ არ გაქვს მის მიმართ? 

კერძებში ანალოგია მმმ..

ფუგუ მაგალითად, შეიძლება ძაან გეგემრიელებოდეს მარა არი შანსი დაგბრიდოს. ტაქშტა მაინც სადღაც რაღაც პონტში განგიზიდავს.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ChariotGod said:

მეოთხე უნდა იყოს საკრალურის პონტში

ზიზიღი საკრალურ სიბრტყეში არაა არანაირად. პირიქით, სიძულვილზე უფრო დაბლაა, ასე ვთქვათ. აი აყროლებული წინდა ან მუწუკიანი კანი რომ გეზიზღება. ან სხვისი ნაპირალი ჭიქა. მისი ანტონიმიც მანდ იქნება შესაბამისად. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

ზიზღი და სიძულვილი ერთ წრფეზე არაა, სხვადასხვა გრძნობაა. ვსმისლე ინტენსივობა(ერთი კოორდინატი) არ განასხვავებს რომ რომელიმე რომელიმეს მაღლა დააყენო.

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, ChariotGod said:

ზიზღი და სიძულვილი ერთ წრფეზე არაა, სხვადასხვა გრძნობაა. ვსმისლე ინტენსივობა(ერთი კოორდინატი) არ განასხვავებს რომ რომელიმე რომელიმეს მაღლა დააყენო.

სიძლიერე არა, სხვა რამე ვიგულისხმე.  ზიზღი უფრო ფიზიოლოგიის და ფსიქიკის ქვედა, ცხოველური ნაწილის სიბრტყეშია, ასე ვთქვათ. სიძულვილი უფრო ადამიანურია. შეიძლება კატის ხორცი უფრო ძლიერად გეზიზღებოდეს, ვიდრე ბიძაშვილის მკვლელი გძულს, მაგრამ სიძულვილი სხვა შკალაზეა უფრო მაღლა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ცხენია ეს

 მაგაზე ის გამახსენდა

მე შენკენ ვარ, შენ დათვებისკენო, შეკაცოვო

:pardon:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
23 საათის წინ, ChariotGod said:

კრძალვა maybe?

კი მეც მგონია რომ კრძალვა კაი შესატყვისია

22 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ზიზღი უფრო ფიზიოლოგიის და ფსიქიკის ქვედა, ცხოველური ნაწილის სიბრტყეშია, ასე ვთქვათ

თუ რამ შეიცნო ადამიანმა პირველად ზიზღია, სიძულვილი, სიყვარული , კრძალვა და აშ სოციალიზაციის პროცესში დაგენერირებული გრძნობები და განცდებია...

ამიტომ მგონია რომ ყველაზე მძლავრია. პირველ ტაბუმდე იყო ზიზღი ექსკრემენტების მიმართ, პრინციპულად მნიშვნელოვანი ზიზღი რომელმაც ჩვენ განვითარებაში დიდ წვლილი შეიტანა... ამიტომ ეგეც საჭიროა და სიძულვილიც! 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan სიმძლავრეზე არაა აქ საერთოდ საუბარი. სხვა გრძნობაა საერთოდ. კრძლვა არის უკრძალველობის საპირისპირო (თავხედური, აგდებული, ან უკეთეს შემთხვევაში ფამილარული დამოკიდებულება რომ გაქვს რამისადმი ან ვინმესადმი) და არა ზიზღის.  

აი კატის და ძაღლის ხორცი ხომ ეზიზღება ჩვენს კულტურაში გაზრდილი ადამიანების უმეტესობას? აი ზიზღი ესაა. მაგის საპირისპიროს რა ქვია? სიყვარულიც აღწერს მაგას (მაგ. მე მიყვარს გოჭის ხორცი, ხომ ვამბობთ), მაგრამ ცალკე დაკონკრეტება თუ არის, მაგაზე ვბჭობთ.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share