ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით შემცირდა. ზოგადი შემცირების ფონზე, საქსტატის თანახმად, ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობათა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. ამასთან, საქსტატის ცნობით, იანვარი-ნოემბრის პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 5.9%-ით შემცირდა. შედარებისთვის, იანვარ-ოქტომბერში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-სექტემბერში – 5%-ით, ხოლო იანვარ-აგვისტოში -5.6%-ით. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა