Jump to content
×
×
  • Create New...

ახალგაზრდები უკეთესი გარემოსთვის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, არადა, თითოეული ადამიანის თუნდაც მცირე ძალისხმევას მოაქვს უდიდესი შედეგი და რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიხსნით მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფებისგან. სწორედ ამ მიზნით დააარსა CENN-მა თანაორგანიზატორებთან ერთად 2015 წელს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ აქტივობას ახორციელებენ. როგორც ამბობენ, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მეტია, ვიდრე ეკოკლუბების კონკურსი. ეს ახალი შესაძლებლობების მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდის უწყვეტი პროცესია. კონკურსი შექმნილია ისეთ ფასეულობებზე, როგორებიცაა: სოლიდარობა, თანამშრომლობა და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%97%E1%ჭიათურის #5 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2021-ის ფინალისტი.
ფოტო: ჭიათურის #5 სკოლა

მიუხედავად ეპიდემიისა, CENN-მა არც წელს დაუშვა გამონაკლისი და ეკოკლუბებს შორის საუკეთესოები გამოავლინა. წელს პროექტში 700 სკოლა დარეგისტრირდა, ეკოკლუბები პერიოდულად ახორციელებდნენ გარემოსდაცვით თუ სოციალურ აქტივობებს; მათ შორის იყო მასშტაბური გამწვანების აქციები, ნაგავსაყრელთა დახურვა, სოციალური დახმარების გაწევა შშმ პირებისთვის და სხვა. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი ავსტრიის ეროვნულ დღეს თავად ამ ქვეყნის ელჩმა, თომას მიულმანმა გახსნა. გამარჯვებულ ეკოკლუბებს შორის დასახელდნენ დუისის, ახალსოფლისა და წეროვნის საჯარო სკოლები. მათ ფულადი პრიზები გადაეცათ გრანტის სახით. გარდა ამისა, პარტნიორმა ორგანიზაციებმა დაასახელეს თავიანთი რჩეული ეკოკლუბები.

მოსწავლეები ამბობენ, რომ ფინალში გასვლა მათთვის როგორც სასიხარულო, ისე საპასუხისმგებლოც იყო. ქვემოთ ჩვენ მოგიყვებით სამი გამარჯვებული ეკოკლუბის საქმიანობის, ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

დუისის საჯარო სკოლა

002_cenn-1024x576.jpg დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020-ის გამარჯვებული − I ადგილის მფლობელი.
ფოტო: გიორგი ბეჟანიშვილი, უცხოგრაფი

ეკოკლუბი პროექტში გვიან ჩაერთო, ამას დაემატა პანდემიაც, თუმცა ამ გარემოებებსაც არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით მათ საუკეთესო შედეგები ეჩვენებინათ. ბავშვებმა პრობლემებს სრულიად ახლებური ხედვა დაუპირისპირეს და დიდი როლი შეასრულეს ხეობაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში – ეკოკლუბმა რამდენიმე პროექტიდან მოიპოვა დაფინანსება, შედეგად კი კლუბის წევრებმა განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის: შეისყიდეს დიდი რაოდენობით ქსოვილი, შეკერეს პირბადეები და უსასყიდლოდ დაურიგეს მოსახლეობას, ასევე ხეობაში გაავრცელეს ქართული და ინგლისური წიგნები, რათა ბავშვებს პანდემიის დროსაც ჰქონოდათ საშუალება, გაცნობოდნენ ახალ ლიტერატურას. გარდა ამისა, შშმ პირებისთვის შეიძინეს საკანცელარიო ნივთები, რამდენიმე კომპიუტერი კი გადასცეს ბავშვებს, რომლებსაც ტექნიკასთან წვდომა არ ჰქონდათ და ამის გამო ვერ ესწრებოდნენ ონლაინგაკვეთილებს. ეკოკლუბელები პანდემიის დროს დაესწრნენ 100-ზე მეტ სემინარსა და ტრენინგს, მიღებული ცოდნა კი გაუზიარეს თანასკოლელებს.

„გამარჯვებით დავამტკიცეთ, რომ სადღაც, საქართველოს მთიან ადგილას, ცხოვრობს ხალხი, რომელიც გაერთიანდა გარემოს დაცვის იდეის ირგვლივ და მათ ეს გამოუვიდათ“. – ამინა ხანგოშვილი

ეკოკლუბი კონკურსის დასრულების შემდეგ კვლავ აგრძელებდა საქმიანობას. ბავშვები ყველაზე მეტად აღნიშნავენ სოციალური საწარმოს გახსნას, რომელშიც შშმ პირები არიან დასაქმებულნი. საწარმოს თანამშრომლები ამზადებენ ტრადიციულ კერძებს. დაფასოების შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ მაღაზიებში იყიდება. ასევე ყურადსაღებია მათი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი მიზნების მისაღწევად.

IMG_4088-1024x576.jpg ფოტო: გიორგი წერეთელი
IMG_7572-1024x576.jpg CENN-ის მწვანე ბანაკი, თრუსოს ქედზე მიმავალი ბავშვები.
ფოტო: ნიკა წერეთელი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში მონაწილეობა, შემდეგ ფინალში გადასვლა და ბოლოს – გამარჯვება. ეკოკლუბელებმა ამით დავამტკიცეთ, რომ სადღაც, საქართველოს მთიან ადგილას, ცხოვრობს ხალხი, რომელიც გაერთიანდა გარემოს დაცვის იდეის ირგვლივ და მათ ეს გამოუვიდათ. ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია პლანეტაზე ზრუნვა, ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, საკუთარი თავის რეალიზება და ყველა ზემოხსენებულ პროცესში მოწყვლადი ჯგუფების თანაბარი მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ჩვენ დაგვეხმარა ნიკო კეცხოველის პრემია, რომელმაც გაგვაერთიანა საერთო იდეის ირგვლივ, თუმცა პროექტის დასრულებით ჩვენი მუშაობა და აქტიურობა ამ მიზნების მისაღწევად არ დასრულებულა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქმიანობას“, – გვიყვება ეკოკლუბის წევრი ამინა ხანგოშვილი.

ახალსოფლის საჯარო სკოლა

ეს ეკოკლუბი წელს მეოთხედ გახდა ფინალისტი, თუმცა გამარჯვებამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯი აშორებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია პრიზის მიღება არ ყოფილა, გამარჯვებამ მათ მაინც სულ სხვა ემოცია მოუტანა. მოსწავლეების სიხარულით აცრემლებული თვალები უსიტყვოდ ხსნიდა მათ გრძნობებს. ბავშვებს უხარიათ, რომ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები სწორად შეფასდა.

003_cenn-1024x576.jpgახალსოფლის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020-ის გამარჯვებული – II ადგილის მფლობელი.
ფოტო: გიორგი ბეჟანიშვილი, უცხოგრაფი

უამრავი გაკეთებული საქმიდან კი გამოარჩევენ სკოლის ეკონათურებით უზრუნველყოფას, საიტ COV-NEWS-ის შექმნას, რომელზეც ყოველკვირეულად ათავსებდნენ COVID-19-თან დაკავშირებულ სიახლეებს და გასცემდნენ რჩევებს. გარდა ამისა, ატარებდნენ გარემოსდაცვითი თემატიკის ონლაინტრენინგებს მთისძირსა და თივში მცხოვრები მესხი და ავარი თანამოქალაქეებისთვის. პანდემიის პერიოდში მოსწავლეებმა თანატოლებისთვის გარემოსდაცვითი თემატიკის ონლაინკროსვორდებიც კი შექმნეს, მოიწვიეს სხვა ეკოკლუბის წარმომადგენლები და ჩაატარეს საერთო აქტივობები, რომელთა მთავარ მიზანს ბავშვებში ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიით დაინტერესება წარმოადგენდა. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეკოკლუბი, გარემოს ქომაგი და მწვანე ელჩი ეკო ვარდიაშვილი გვპასუხობს:

„პატარაობიდანვე ჩავერთე გარემოსდაცვით აქტივობებში, რადგან ყოველთვის მსურდა ჩემ ირგვლივ გარემო უკეთესობისკენ შემეცვალა − გამეაზრებინა ეკოლოგიური პრობლემები და მეფიქრა მათი გადაჭრის გზებზე“. – ეკო ვარდიაშვილი

%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1% წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2021-ის ფინალისტი.
ფოტო: წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი
001_cenn-1024x576.jpg წეროვნის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020-ის გამარჯვებული − III ადგილის მფლობელი.
ფოტო: გიორგი ბეჟანიშვილი, უცხოგრაფი

„ეკოკლუბმა ჩემი ყოველდღიური ქცევა, პიროვნება შეცვალა. ახლა უფრო მეტად ვარ ეკომეგობრული. საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც ჩავერთე გარემოსდაცვით აქტივობებში, რადგან ყოველთვის მსურდა ჩემ ირგვლივ გარემო უკეთესობისკენ შემეცვალა – გამეაზრებინა ეკოლოგიური პრობლემები და მეფიქრა მათი გადაჭრის გზებზე. ეკოკლუბში უამრავი უნარი გამოვიმუშავე, მათ შორის: ჯგუფური მუშაობა, საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ეკოკლუბის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა, თუმცა სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ ერთობლივი ძალებით, მეგობრების და გარშემომყოფების დახმარებით ცვლი გარემოს – ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ახალსოფლის საჯარო სკოლის აქტივობები მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზანს ეხებოდა. გამარჯვების შემდეგ გუნდმა გარემოსდაცვით აქტივობებში უფრო მეტი ახალგაზრის ჩართვა დაისახა მიზნად.

წეროვნის საჯარო სკოლა

ეკოკლუბის წევრებზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანატოლებს ნამდვილ მაგალითს აძლევენ – ბავშვები ხშირად ატარებენ სემინარებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის თამბაქოს მოხმარებასა და ამით გამოწვეულ რისკებზე. გარდა საინფორმაციო კამპანიებისა, ეკოკლუბელები თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და პერიოდულად აწყობენ დასუფთავების აქციებს. გამორჩეულ აქტივობად ეკოკლუბის წარმომადგენელ დიეგო მიქავას მიაჩნია პროექტი გენდერულ თანასწორობაზე, რომლის ფარგლებშიც 4 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 100-მდე ახალგაზრდა გადაამზადეს, ასევე პროექტი მწვანე მეწარმეობის შესახებ, რომლის დროსაც ბავშვებმა ნარჩენი ქსოვილებისგან შეკერეს სურსათისთვის გამოსაყენებელი ჩანთები. დიეგოს თქმით, ეკოკლუბი პატარა ოჯახია, რომელშიც ადამიანები შრომობენ ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად:

%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1% ეკოკლუბი „ეკოტინი“, თბილისი, 176-ე საჯარო სკოლა, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020-ის ფინალისტი.ფოტო: ეკოკლუბი „ეკოტინი“

„ამ კონკურსმა განმავითარა პიროვნულად. 2018 წლიდან ვარ ეკოკლუბის წევრი და მჯერა, რომ კლუბში შეძენილი მეგობრები და ცოდნა ცხოვრების ბოლომდე გამყვება. მივხვდი, რისი კეთება მომწონს და გადავწყვიტე კიდეც, რომ ეკოლოგი გამოვიდე. ამ ეტაპზე ვაპირებ, სხვას გადავაბარო ეკოკლუბის ლიდერობა. ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისაც სურს და შეუძლია, უნდა მიიღოს ეს გამოცდილება“.

„ვარ ეკოკლუბის წევრი და მჯერა, რომ კლუბში შეძენილი მეგობრები და ცოდნა ცხოვრების ბოლომდე გამყვება“. – დიეგო მიქავა

როდესაც 2019 წელს წეროვნის სკოლის ეკოკლუბი ფინალში ვერ გავიდა, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, აქტივობების გაუმჯობესებითა და გამრავალფეროვნებით მისულიყვნენ სასურველ შედეგამდე. როგორც ამბობენ, წელს ზუსტად იცოდნენ, რომ ფინალში გავიდოდნენ, თუმცა გამარჯვებაზე არ უფიქრიათ. ახლა უზომოდ მადლიერები არიან, რადგან მათი შრომა დაფასდა.

გამარჯვებამ არა მარტო მონაწილეებზე იმოქმედა, არამედ მთელ სკოლაზე. ახლა უფრო მეტ ბავშვს სურს ჩაერთოს ეკოკლუბის საქმიანობებში, მიღებული გრანტი კი კლუბს სწორედ ამის საშუალებას მისცემს.

პროექტი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში.

The post ახალგაზრდები უკეთესი გარემოსთვის appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   208 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 206 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(10)
    • Safari(1)
    • t-90