Jump to content
×
×
  • Create New...

გეი ბადეზე


ცხენესი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

10 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ბლადუნა

უნიათო, მოზარმაცო

10 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ფიგურით მოკოხტავე კაცი და ამაზე ჩაციკლული ქალი არც მე მიგულისხმია. ადამიანი თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ეს მის პიროვნებაზეც ბევრ რამეს ამბობს. ბევრ კარგს. თან ნაკლები შანსია რომ ნაადრევად დაქვრივდები ან ქმრის მომვლელად გადაიქცევი.
თუ უბრალოდ ჯანმრთელობის გარდა ფიზიკური ძალის და შრომის/ბრძოლისუნარიოანობის მუდმივ ზრდაზეც მუშაობს, ეს კიდევ უკეთეს რამეებს ამბობს მის პიროვნებაზე. 

არსებობს ისეთი შრომა და პასუხისმგებლობები, რომ ამდენად ვეღარ ზრუნავ საკუთარ სხეულზე. მე ვინმემ რომ ვარჯიში მიხსენოს, მინიმუმ გავიცინებ. შენ ღიპი წარმოგიდგენია ზუსტად 100 კილოიანი კაცი, 50 კილოიანი ღიპით. ეს არ მიგულისხმია. აღნაგობაც ხელს უწყობს ქართველ კაცს და პლუს ქართული კერძები. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, marguerite said:

არსებობს ისეთი შრომა და პასუხისმგებლობები, რომ ამდენად ვეღარ ზრუნავ საკუთარ სხეულზე

მართალია. მიუხედავად ამისა, მონდომების შემთხვევაში მაინც შეძლებდა კვების და ცხოვრების წესის რაღაც ელემენტარულ დონეზე დარეგულირებას, თუ მართლა ბლადუნა არაა :) 

 

19 minutes წინ, marguerite said:

მე ვინმემ რომ ვარჯიში მიხსენოს, მინიმუმ გავიცინებ

თუ გიხდება სიცილი, რატომაც არა, იკისკისე :) ისე კი მითხარი შენი დღის განრიგი და მინიმუმ ნახევარ საათს გამოგიძებნი სავარჯიშოდ. ალბათ გაცილებით მეტსაც. მონდომების და პრიორიტეტების ამბავია. მაგ, ახლა ხომ სახლიდან მუშაობ ალბათ? ბაედეზე შემოსვლის მაგივრად ხომ შეგიძლია, სიტყვაზე, ჩაბუქნო ხოლმე დროის მაგ მონაკვეთში? რომელი უფრო საჭიროა? გონებაც უფრო დაისვენებს, თვალებიც, ტვინიც უკეთ მომარაგდება ჟანგბადით და შრომაც უკეთ წავა შესაბამისად.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

2 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

მართალია. მიუხედავად ამისა, მონდომების შემთხვევაში მაინც შეძლებდა კვების და ცხოვრების წესის რაღაც ელემენტარულ დონეზე დარეგულირებას, თუ მართლა ბლადუნა არაა :) 

შესაძლოა ეს ის დრო არ იყოს, რომ შეძლო ადამიანმა გენეტიკას აჯობო და ღიპი მოიშორო. პირადად მე, თუ შოკოლადი არ მივირთვი მუშაობა მიჭირს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ აქ არაა საუბარი 50 კილოიან ღიპზე, პატარა ღიპზე ვამბობ 

4 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ისე კი მითხარი შენი დღის განრიგი და მინიმუმ ნახევარ საათს გამოგიძებნი სავარჯიშოდ

ჯერ ის მკითხე, ჯანმრთელობა მაძლევს თუ არა ამის საშუალებას. მით უმეტეს ბუქნები რომ ვაკეთო, ალბათ ვერ გადავრჩები. ჩემთვის შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ავარჩიე და ბევრს დავდივარ ფეხით, სწორედ ამიტომ არ მყავს მანქანა, რომ ვიმოძრავო და რაც შეეხება დროის გამონახვას, შესაძლოა მაქვს რამდენიმე თვაისუფალი წუთი, მაგრამ ეს დრო ენერგიის აღსადგენად მჭირდება, თუ არ ვიქნები დასვენებული, ვერ ვიშრომებ გონებრივად. მაგრამ, ჩემთვის ასეა, რომ საკუთარ სხეულში თუ არ ვიგრძენი თავი კარგად, არც კარგად მუშაობა გამომივა. მაგრამ ეს ინდივიდუალურია. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, marguerite said:

აქ არაა საუბარი 50 კილოიან ღიპზე, პატარა ღიპზე ვამბობ 

არც მე ვსაუბრობ ორმოცდღიან შიმშილობებზე და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე სპორტის რომელიმე სახეობაში. ელემენტარულ თემებზე მაქვს ბაასი.

 

4 minutes წინ, marguerite said:

პირადად მე, თუ შოკოლადი არ მივირთვი მუშაობა მიჭირს

შენ არც ზედმეტი ცხიმი გაქვს და არც კუნთებში გლიკოგენის დიდი მარაგი, საიდანაც ტვინი აიღებდა ენერგიას. მსუქანასაც გაუჭირდება თავიდან, თუ ტკბილსაა მიჩვეული, მაგრამ უნდა გაუძლოს და სწორედ ეს გაჭირვება მიიყვანს ნათელ მომავლამდე :bis:


რა თქმა უნდა შენც შეგიძლია სხვა რეჟიმზე გადააწყო ნივთიერებათა ცვლა და სწრაფი ნახშირწყლები აღარ დაგჭირდეს, მაგრამ ახლა ღიპიანებზე ვსაუბრობდით :) 

 

9 minutes წინ, marguerite said:

ჯერ ის მკითხე, ჯანმრთელობა მაძლევს თუ არა ამის საშუალებას. მით უმეტეს ბუქნები რომ ვაკეთო, ალბათ ვერ გადავრჩები

ვერ წარმომიდგენია რა დარღვევები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თავისი მომზადების შესაბამისი რაოდენობით ჩაბუქვნამ რომ პრობლემები შეუქმნას. შეგიძლია დასაწყისისთვის ერთხელ ჩაბუქნო ხოლმე, მერე, როცა ძალიან გაგიადვილდება, ორჯერ, მერე სამჯერ და ა. შ...

 

12 minutes წინ, marguerite said:

შესაძლოა მაქვს რამდენიმე თვაისუფალი წუთი, მაგრამ ეს დრო ენერგიის აღსადგენად მჭირდება

ჰოდა არაფერი ისე არ აღადგენს ენერგიას, როგორც ზომიერი ფიზდატვირთვა.
კაი გამოძინებაც თემაა, მაგრამ მანდ ერთი 15 წუთი მაინც გინდა, სწორად შერჩეული ვარჯიში კი 2-3 წუთშიც კარგ შედეგს მოგცემს. 

 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

8 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

არც მე ვსაუბრობ ორმოცდღიან შიმშილობებზე და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე სპორტის რომელიმე სახეობაში. ელემენტარულ თემებზე მაქვს ბაასი.

 

ელემენტარულ თემებზე თუ გაქვს საუბარი, ეს მისაღებია. ელემენტარული დატვირთვით ადამიანმა(კაცმა) შეიძლება ღიპი ვერ მოიშოროს. თანამშრომელი ბიჭი მყავს, ერთ კანფეტს რომ ჩააკრატუნებს ნახევარი საათი დარბის ხოლმე, გაჩხიკინებულია, კარგი რა, შეირგე.

9 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

შენ არც ზედმეტი ცხიმი გაქვს და არც კუნთებში გლიკოგენის დიდი მარაგი, საიდანაც ტვინი აიღებდა ენერგიას. მსუქანასაც გაუჭირდება თავიდან, თუ ტკბილსაა მიჩვეული, მაგრამ უნდა გაუძლოს და სწორედ ეს გაჭირვება მიიყვანს ნათელ მომავლამდე :bis:

რატომ უნდა გავუძლო თუ ეს ძალიან მსიამოვნებს და არც მვნებს?

10 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ვერ წარმომიდგენია რა დარღვევები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თავისი მომზადების შესაბამისი რაოდენობით ჩაბუქვნამ რომ პრობლემები შეუქმნას. შეგიძლია დასაწყისისთვის ერთხელ ჩაბუქნო ხოლმე, მერე, როცა ძალიან გაგიადვილდება, ორჯერ, მერე სამჯერ და ა. შ...

არც მჭირდება ბუქნები და არც შემიძლია, არც მსიამოვნებს. რაც მსიამოვნებს კი ვარ ძირითადად მოწოდების სიმაღლეზე :lol: ზოგადად დახურულ სივრცეში ვარჯიში ჩემთვის მიუღებელია. 

11 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ჰოდა არაფერი ისე არ აღადგენს ენერგიას, როგორც ზომიერი ფიზდატვირთვა.
კაი გამოძინებაც თემაა, მაგრამ მანდ ერთი 15 წუთი მაინც გინდა, სწორად შერჩეული ვარჯიში კი 2-3 წუთშიც კარგ შედეგს მოგცემს. 

დიახ, ეს საჭიროა. მაგალითად სამსახურში, ზედმეტად გადაღლილი რომ ვარ, მოშორებით მაქვს საკმაოდ მაღაზია და გავდივარ სუფთა ჰაერზე ფეხით. ანუ მე არ ვსაუბრობ სრულ უმოქმედობაზე, მაგრამ გაითვალისწინე, მე სხვა გენეტიკა მაქვს, ზოგს გენეტიკურად აქვს ღიპიც და სიმსუქნეც. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

ელემენტარული დატვირთვით ადამიანმა(კაცმა) შეიძლება ღიპი ვერ მოიშოროს

ღიპი შეიძლება ძალიან სერიოზული დატვირთვითაც ვერ მოიშოროს, თუ კვებასაც არ დაარეგულირებს შესაბამისად. ამის მაგალითია უმაღლესი რანგის პროფესიონალი მებრძოლები (ბოქსი, MMA...), რომლებიც ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, მაგრამ კაი ბლომად ქონი აქვთ ზოგჯერ. მანდ მთავარი კვებაა.
კვების დარეგულირებით ვარჯიშის გარეშეც შეიძლება მუცლის მოშორება, მაგრამ დიდი შანსია რომ კუნთებიც თან მიაყოლო, ჯანიც, სიცოცხლის ხალიხიც და რაღაც უფორმო და უღონო ნაშიმშილებ ჭიაყელად იქცე :) ლევან ბერძენიშვილს მოუვიდა ასე, ახლა ცოტა მოპუტკუნდა ისევ მგონი. ორივე ერთადაა ოპტიმალური.

 

 

2 minutes წინ, marguerite said:

რატომ უნდა გავუძლო თუ ეს ძალიან მსიამოვნებს და არც მვნებს?

შენი დოზები წარმომიდგენია, ალბათ ბეღურები გაშტერებული გიყურებენ ფანჯრიდან. მასე ცოტა შოკოლადი მართლა არ გავნებს, ისე კი ფრთხილად ტკბილეულთან.
მაგრამ მსუქნებზე ვამბობდი, მათ ნაღდად უნდა მიხედონ თავს. არაა საჭირო ძალიან გაჭირვება და ტანჯვა-წამება. პირიქით, რაც უფრო ნელა, მსუბუქად და თამაშ-თამაშით დაიკლებს, უკეთესია. სწრაფი დიეტები ჯანმრთელობასაც ვნებს და ხშირად ხანმოკლეა შედეგი.

 

 

4 minutes წინ, marguerite said:

ზოგს გენეტიკურად აქვს ღიპიც და სიმსუქნეც. 

გენეტიკურად შეიძლება მიდრეკილება ჰქონდეს. შეიძლება ძალიან ძლიერი მიდრეკილებაც ჰქონდეს. მე მაგ მხრივ გამიმართლა, მაგრამ მესმის რომ სხვებისთვის შეიძლება დიდი პრობლემა იყოს, მითუმეტეს თანამედროვე არაჯანსაღი კვების, ეკოლოგიის და ცხოვრების წესის პირობებში. სულხან-საბამ პირველად თურქეთში ნახა "ორსული" მამაკაცი, აკაკიც რუსებისას აღნიშნავდა კაცების ღიპიანობას, ახლა კიდევ ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩვენთვის...

 

 

არსებობოს სადღაც 5% მთელი კაცობრიობისა, რომელთათვისაც მართლა ბუნებრივად არაა ფიზიკური დატვირთვა (ვისაც ასე ჰგონია სხვადასხვა მიზეზით, ისინი ბევრნი არიან გაცილებით). შენც შეიძლება ამ კატეგორიას განეკუთვნებოდე, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი. სიარული მაინც ხომ გიყვარს.

 

 

P. S. ერთი კაი ოქროსგულა მგალობელი ვაჟი მეგულება შენთვის, თან დამსხვილდა და ღიპიც დაიდო ბოლო დროს. კორონობანა რომ გადაივლის, შეიძლება დაგაჯახო :) 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

მგონი ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ, ასე გამოდის რაღაცნაირად :lol:

5 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

სიარული მაინც ხომ გიყვარს

თუ დრო მაქვს 10-12 კმ ან მეტიც ჩვეულებრივია

7 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ერთი კაი ოქროსგულა მგალობელი ვაჟი მეგულება შენთვის, თან დამსხვილდა და ღიპიც დაიდო ბოლო დროს. კორონობანა რომ გადაივლის, შეიძლება დაგაჯახო :) 

თუ მგალობელი და კარგი ჩამსხვილებული ბიჭია კი მეცოდინება. უთხარი, ერთი სათნო გოგო მყავსთქო, მესანთლედ გამოგადგებათქო :hahaaa:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, marguerite said:

თუ მგალობელი და კარგი ჩამსხვილებული ბიჭია

მარტო ჩამსხვილებულში არაა საქმე :) შენს აღწერილს ემთხვევა ტიპაჟი.

 

3 minutes წინ, marguerite said:

მესანთლედ გამოგადგებათქო

ამის წაკითხვაზე გამიელვა თავში, მართლა სუფთა მესანთლის ტანზეა-მეთქი და ვიცინი :rolf:

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share