Jump to content
×
×
  • Create New...

7,8 მილიარდი ადამიანი 2020-ს დაემშვიდობა და იმედით მიიღო 2021 


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-1be881b12dbcd2a45219c00cc289604e.jpeg

ფოიერვერკები მკაცრი შეზღუდვების ფონზე... მსოფლიო ახალ წელს პანდემიის პირობებში შეხვდა. ტრადიცია ბევრ ქვეყანაში დაირღვა და მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ადევნებდა თვალს საახალწლო ფოიერვერკებს. 7.8 მილიარდი ადამიანი 2020-ს დაემშვიდობა და 2021-ს იმედიანად შეჰყურებს.  ასეთი ცარიელი თაიმს-სქვერი ახალი წლის ღამეს ძალიან დიდი ხანია არავის უნახავს და ახსოვს. ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში ბროლის ბურთის დაშვებას და ძველი წლის ბოლო წამებს მილიონობით ადამიანი ერთად ითვლის. თუმცა, წელს ასე არ მოხდა. თაიმსის მოედანზე ბროლის ბურთი დაეშვა, მოეწყო ფოიერვერკი და შესრულდა საახალწლო სიმღერებიც, მაგრამ მოედანზე უჩვეულო სიჩუმე იყო. პროცესს ადგილზე მხოლოდ ათასამდე ადამიანი თუ ადევნებდა თვალს. მათი უმრავლესობა პოლიციელი, მეხანძრე და საორგანიზაციო საკითხებში ჩართული ადამიანები იყვნენ. მოედანზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო, ვითარებას კი პოლიცია სრულად აკონტროლებდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეძებარი ძაღლებიც.  "თაიმსის მოედანზე მოსვლა ბევრისთვის ოჯახური ტრადიციაა, მაგრამ წელს განსხვავებული წელია და მნიშვნელოვანია, რომ ხალხი სახლში დარჩეს. არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა ხალხია თუ ბევრი, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ უარესის მოლოდინში, უნდა დავიცვათ ქალაქი სხვადასხვა, მათ შორის, ტერორისტული საფრთხისგან", ამბობს ხუანიტა ჰოლმსი, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის პატრულირების უფროსია.  თუმცა, თავად სანახაობა, გასული წლებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. მილიონობით ადამიანმა ბროლის ბურთის დაშვებას სახლიდან უყურა. ასე გააცილეს ნიუ-იორკელებმა 2020 და შეეგებდნენ 2021 წელს.  ლოქდაუნის პირობებში შეხვდა ევროპა ახალ 2021 წელს. ცარიელი ქუჩებით, სიჩუმით და ფოიერვერკებთ იზეიმეს ევროპულმა სახელმწიფოებმა ახალი წლის ღამე. საფრანგეთმა ახალი წლის ღამეს კომენდატის საათის ამოქმედების შემდეგ, დამატებით 100 000 პოლიციის ოფიცერი გამოიყვანა, რათა ვითარება გაეკონტროლებინათ. კომენდატის საათი შეინარჩუნა საბერძნეთმაც.  "არავინ იქნება ქუჩაში 10 სააათის შემდეგ ათენში. ეს იქნება მკვდარი ქალაქი რათა დავრწმუნდეთ, რომ შემდეგ მკაცრი წესების შემოღება აღარ დაგვჭირდეს"- თქვა საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა მიხალის კრისოჰოდისმა.  მდინარე ტემზის სანაპიროზე წელს პიროტექნიკა არ უსვრიათ. დიდი ბრიტანეთი ახალ წელს მკაცრი შეზღუდვებით და ნაკლები პომპეზურობით შეეგება. ადამიანთა დიდი ნაწილი სახლში შეხვდა ახალ წელს და ვერც საახალწლო საყიდლებზე შეძლო გასვლა. დიდი ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში დაწესებული აკრძალვების შემსუბუქებას არ განიხილავს.  2021 წელს ტრადიციული ფოიერვერკით შეხვდნენ დუბაიშიც, თუმცა ბურჯ ხალიფას მახლობლად წელს ტურისტები არ იმყოფებოდნენ. კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, მოგზაურობისგან ადამიანებმა თავი შეიკავეს.  საახალწლო ტრადიციები დაირღვა ინდოეთშიც. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გამო არაერთი ღონისძიება გაუქმდა. ინდოეთში რესტორნები და ღამის ბარები 11 საათზე დაიხურა. მუმბაიში დიდი შეკრებები და ღამით ქუჩაში სიარული აკრძალული იყო.  2020-ის ბოლო წუთები იაპონიაში მკაცრი შეზღუდვების ფონზე აითვალეს. ტოკიოს გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვა. "კოვიდ19-მა არ იცის არც ახალი წელი, არც წლის ბოლო და არც ახალი წლის არდადეგები"- თქვა დედაქალაქის გუბერნატორმა.  აკრძალვებით შეხვდნენ ახალ წელს სამხრეთ კორეაშიც. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გამო 5 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია. დახურულია სათხილამურო კურორტები და ტურისტული ადგილები.  შეზღუდვებით შეხვდნენ ახალ წელს ტაივანშიც. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ტრადიციულ საახალწლო ცერემონიალში მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა.  ჰონ-კონგში ახალ წელს უკვე მეორედ შეხვდნენ არატრადიციულად. გასულ წელს საახალწლო ღამის შეზღუდვები აქციებს უკავშირდებოდა, წელს კი კოვიდ-19-ის პანდემიას. ქვეყანაში 2 ადამიანზე მეტის შეკრებაა აკრძალული. მიუხედავად შეზღუდვებისა, საზოგადოების ნაწილმა წინასაახალწლოდ მაღაზიებში ვაჭრობა მაინც შეძლო.  პირველად ახალი წელი ტონგაში, სამოაში და კირიბატში იზეიმეს, შემდეგ ახალი 2021 წელი დადგა ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში.  პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, ავსტრალიაში ახალი წლის ღამის ტრადიცია დაირღვა. სიდნეის ნავსადგურში წელს ხალხმრავლობა არ ყოფილა. თუმცა, ქვეყანაში ტრადიციულად რამდენიმე წუთს გრძელდებოდა საახალწლო ფოიერვერკი.  ყველა სახის საზეიმო ღონისძიება იყო გაუქმებული ბრაზილიაში, მათ შორის - ტრადიციული საახალწლო წვეულება სანაპიროზე. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო.  შეზღუდვებით შეხვდა ახალ წელს თურქეთიც. ქვეყანაში ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა, პრეზიდენტმა ერდოღანმა კი პოლიციას დაავალა აღეკვეთათ ყველა უკანონო შეკრება, რაც ქვეყანაში შედგებოდა.  შეზღუდვებით შეხვდა ახალ წელს რუსეთიც. კალუგაში, რომელიც ძირითადად ქვეყნის საახალწლო სეზონის ეპიცენტრია, წელს ყველა ღონისძიება იყო გაუქმებული. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   366 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 366 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(4)