Jump to content
×
×
  • Create New...

კარიერული სახელმძღვანელო მშობლებისთვის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ კარიერული კონსულტაციის ძირითადი არსის გაგებით და გსურთ გაიგოთ რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს პროფკონსულტაციამ თქვენი შვილის კარიერულ და პროფესიულ განვითარებზე, გთავაზობთ მოკლე სახელმძღვანელოს, სადაც კარიერულ და პროფესიულ კონსულტაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებს შევეხებით .

მშობლები უდიდეს როლს ასრულებენ შვილის კარიერულ განვითარებაში. მაგალითად, როდესაც ახალგაზრდები ირჩევენ პროფესიას ან იწყებენ კარიერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მშობლების პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენა ცალსახაა. ამასთანავე, მშობლების გავლენა დიდია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლების მიღება; ტრენინგები, ცოდნა, რომელიც მათ აქვთ სამუშაოს და სხვადასხვა პროფესიის შესახებ; რწმენები და შეხედულებები სამუშაოს შესახებ და წარმატების მიღწევის მოტივაცია.

უმეტეს შემთხვევაში მშობლების ასეთი ზეგავლენა შვილებზე გაუცნობიერებელია როგორც მშობლების, ისე შვილების მხრიდან - ახალგაზრდები აქტიურად ითვისებენ მშობლების შეხედულებებსა და წარმოდგენებს კარიერასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ეს შეხედულებები მყარდება და პიროვნულ მახასიათებლებში ინტეგრირდება. ქვემოთ ჩამოთვლილია მშობლების შვილებზე წეგავლენის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი:

- მოლოდინები, რომლებიც მშობლებს აქვთ შვილების განათლებასა და კარიერაზე

- მაგალითები, რომლებიც მათ წარმოუდგენიათ საკუთარი შვილების შემთხვევაში

- ღირებულებები, რომლებსაც ისინი ავლენენ ოჯახში, მეგობრებსა თუ საზოგადოებაში

- განათლებისა და განვითარების შესაძლებლობები, რომლებსაც ისინი შვილებს სთავაზობენ

- ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის

იმისთვის, რომ იზრუნოთ შვილების კარიერულ განვითარებასა და განათლებაზე, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას გირჩევთ :

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/rCevebi%20mSoblebisTvis.jpg- აუმაღლეთ უკეთესი განათლების მიღების მოტივაცია;

- დაეხმარეთ, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი;

- დაეხმარეთ, მიიღონ ცოდნა სამუშაოების შესახებ;

- ასწავლეთ, როგორ უნდა განივითარონ გადაწყვეტილების მიღების უნარები;

- დაეხმარეთ, გენდერული და კულტურული თანასწორობა და მრავალფეროვნება წამყვან ღირებულებად ჩამოუყალიბდეთ;

- დაეხმარეთ, იცოდნენ კარიერული რესურსების არსი და მათი მნიშვნელობა;

- დაეხმარეთ, გახდნენ უნარების განვითარებაზე ორიენტირებულნი.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share