Jump to content
×
×
  • Create New...

გასაუბრებისას დაშვებული 10 ტიპური შეცდომა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/5%20job.jpgგილოცავთ. თქვენი რეზიუმე დამქირავებელმა მოიწოდა და დაგიბარათ გასაუბრებაზე. თუმცა გასაუბრებაზე არ გაიმეოროთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

დაგვიანება. ზუსტად განსაზღვრეთ სად მიდიხართ გასაუბრებაზე და რამდენი დრო დაგჭირდებათ მისასვლელად. ყოველ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ზედმეტი 30 წუთი რომელიც შეიძლება წაგართვათ გზებზე გადატვირთულმა მოძრაობამ ან სხვა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა. თუ რაიმე მიზეზით მაინც აგვიანებთ გასაუბრებაზე, დაურეკეთ ინტერვიუერს და აცნობეთ ამის შესახებ.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/28%20job.jpgჩაიცვით შესაბამისი ტანსაცმელი. როგორი ტანსაცმელია შესაბამისი გასაუბრებისთვის, ეს დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკასა და ინდუქტრიის დარგზე, რომელშიც თქვენი სამიზნე ორგანიზაცია მოღვაწეობს. შეეკითხეთ ამის შესახებ ადამიანებს, რომლებიც ინდუსტრიის ამ დარგში მოღვაწეობენ. გამოარკვიეთ, ჩვეულებრივ როგორ გამოიყურებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები. თუ ვერ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, უპირატესობა მიანიჭეთ ფორმალურ ბიზნეს ჩაცმულობას - პიჯაკი ან მუქი ბუქი შარვალი/ქვედაბოლო, ელეგანტური პერანგი ან ზედატანი. თუ მეტი ინფორმაციის მიღება გსრუთ, იხილეთ სტატია „დამეხმარეთ! რა შეიძლება ჩავიცვა გასაუბრებაზე?“.

იყავით მომზადებული. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს, მის შიგთავსს. თუ ეს არის კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუ, დარწმუნდით რომ მომზადებული ხართ მსგავსი შემთხვევებისთვის. მოიძიეთ ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ, გადახედეთ სამუშაო აღწერილობას და ჩამოწერეთ, როგორ ემთხვევა ემთხვევა თქვენი უნარები და ძლიერი მხარეები ორგანიზაციის მოთხოვნებს.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20job.jpgტყუილი. არასდროს დაამახინჯოთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და არასდროს ისაუბროთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც კონკრეტულ სფეროში არ გაქვთ. იყავით გულწრფელი. გახსოვდეთ, რომ ინტერვიუერისთვის ძალიან მარტივია თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება და ამასთანავე, ძალიან მარტივია ჩამჭრელი და შემოვლითი კითხვებით თქვენი გამოჭერა ინტერვიუს მსვლელობისთანავე.

ამჟამინდელი ან ბოლოდროინდელი სამუშაოს გაკრიტიკება. კარგი იქნება თუ ისაუბრებთ თქვენ სამომავლო კარიერულ მიზნებზე, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელი იყო თქვენ ადრინდელ სამსახურში ან შეუძლებელია ამჟამინდელ სამუშაოზე; მაგრამ არასდროს გააკრიტიკოთ თქვენი ადრინდელი ან ამჟამინდელი დამსაქმებელი. ამან შეიძლება შთაბეჭდილება შეუქმნას ინტერვიუერს, რომ თქვენ პრობლემები გაქვთ თანამშრომლებთან.

იმ კომპანიიის გაკრიტიკება, სადაც ინტერვიუს გადიხართ. ინტერვიუერები ხშირად ეკითხებიან აპლიკანტებს აქვთ თუ არა იდეები, რომელიც კომპანიის მიზნესის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. თუ თქვენ გასაუბრებისთვის შესაბამისად ხართ მომზადებული და უკვე გაეცანით ორანიზაციის მთავარ მიზნებს და ამოცანებს, მაშინ შეიძლება გქონდეთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც დაემხარება ორგანიზაციას ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, მაგრამ დარწმუნდით რომ სათქმელისთვის ზრდილობიანი ტონი შეარჩით. გახსოვდეთ რომ ინტერვიუერი შესაძლებელია მნიშვნელოვან ფიგურად წარმოადგენდეს ორგანიზაციაში.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/22%20job.jpgრთული ან წიგნის ენით საუბარი. მნიშვნელოვანია რომ გასაუბრებაზე კარგად წარმაოჩინოთ თქვენი პიროვნება. ეცადეთ იყოთ გახსნილი და გულახდილი თქვენი უნარებსა და ძლიერი მხარეების განხილვისას. ნუ ჩამოთვლით თქვენ უნარებს და ძლიერ მხარეებს დაუსაბუთებლად. მოიყვანეთ მაგალითები რეალური სამუშაო გამოცდილებიდან, როდესაც თქვენი უნარების და ძლიერი მხარეების გამოყენებით მიხვედით კარგ შედეგებამდე.

ამპარტავნობის და უხეშობის გამოვლენა. კარგია როდესაც გასაუბრებაზე თავდაჯერებული ხართ, თუმცა ფრთხილად იყავით რომ თავდაჯერებულობა ამპარტავნებასა და მედიდურობაში არ გადაიზარდოს.ყურადღებით მოუსმინეთ ინტერვიუერს, არ შეაწყვეტინოთ საუბარი და არ იხუმროთ ზომაზე მეტი. ეცადეთ პოზიციური განწყოვილება მხიარულებაში არ გადაიზარდოს. კარგია თუ გასაუბრებაზე მეგობრული იქნებით, მაგრამ არ უნდა თქვათ ისეთი რამ, რაც ინტერვიუერს გაანაწყენებს.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20job.jpgგასაუბრება შეკითხვების დასმის გარეშე. ინტერვიუს ბოლოს აუცილებლად დასვით შეკითხვები, რომლებიც სასურველია მომზადებული გქონდეთ ინტერვიუს დაწყებამდე.  შეკითხვების დასმით წარმოაჩენთ თავდაჯერებულობას, კეთილგანწყობას, გონიერება, ყურადღებიანობას და დაინტერესებას სამუშაოს მიმართ. თუ მართლაც არ გაქვთ რაიმე დასაზუსტებელი, გამოიყენეთ ნეიტრალური შეკითხვები, მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციაში ტრენინგის („ორგანიზაციაში არსებობს ტრენინგის გავლის შესაძლებლობა?“) და დაწინაურების შესაძლებლობების შესახებ („არსებობს ორგანიზაციაში დაწინაურების შესაძლებლობა?“) ან ორგანიზაციული კულტურის მახასიათებლების შესახებ („რა არის მისაღები/დამახასიათებელი ორგანიზაციული კულტურისთვის?“).

ემოციების მოთოკვის უნარი თქვენზე ბევრს მეტყველებს. გასაუბრება ყოველთვის სტრესულია და ემოციებიც/ნერვების ვერმოთიკვა ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ. არსებობს რიგი ტექნიკები, რომლებიც დაგეხმარებათ გასაუბრებაზე ემოციების/ნერვების მოთოკვაში

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   189 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 188 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(2)