Jump to content
×
×
  • Create New...

გასაუბრების ტიპები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/14%20job.jpgთუ თქვენ პირველად მიდიხართ გასაუბრებაზე ან დიდი ხანია არ ყოფილხართ გასაუბრებაზე, მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ ნერვიულობთ.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრებაზე შესაძლებლობა გაქვთ გადმოსცეთ მეტი საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე ეს რეზიუმეს საშუალებითაა შესაძლებელი. ეს არის თქვენი შანსი წარმოაჩინოთ საკუთარი პიროვნება, რომელიც საშუალებას მისცემს დამსაქმებელს გამოარკვიოს შეეწყობით თუ არა ორგანიზაციის თანამშრომლებს. 

ქვემოთ ჩამოთვლილია გასაუბრების ტიპები, რომელთა გაცნობაც საშუალებას მოგცემთ იცოდეთ, რას უნდა მოელოდეთ სხვადასხვა ტიპის გასაუბრებებზე.

 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_153117149.jpgპირისპირ გასაუბრება

ამ ტიპის გასაუბრებებზე თქვენ მოგიწევთ პასუხი გასცეთ ორი ან მეტი ადამიანის მიერ დასმულ შეკითხვებს. დიდი კომპანიები პირისპირ გასაუბრებას ხშირად იყენებენ, რადგან ეს საშუალებას იძლება მასში რამდენიმე ინტერვიუერის ჩართვის და საქმიანობის სხვადასხვა კომპონენტის შეფასების. რამდენიმე ადამიანთან გასაუბრებამ შეიძლება დაგაფრთხოთ, მაგრამ ამ ტიპის გასაუბრებას დიდი დადებითი მახასიათებელი აქვს - თქვენი დაქირავება-არ დაქირავების საკითხი დამოკიდებულია არა ერთ, არამედ რამდენიმე ადამიანის აზრზე, რაც გამორიცხავს ერთი ინტერვიუერის სუბიექტურობას.

 

კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრება

კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრების შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ისაუბროთ იმ პერიოდზე, როდესაც გიწევდათ კონრეტული სამუშაოს შესრულება ან არსებული პრობლემების გადაწყვეტა. ამ ტიპის გასაუბრებაზე წარმატების მისაღწევად უმჯობესია თუ მოამზადებთ რამდენიმე მაგალითას და დეტალურად აღწერთ სიტუაციას წარსული სამუშაო გამოცდილებიდან: რა სამუშაო/დავალებები შეასრულეთ;  რა აქტივობები/ქმედებები განახორციელეთ სამუშაოს/დავალების შესასრულებლად და როგორ მიაღწიეთ დადებით შედეგებამდე. მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას „კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრება“.

 

პრეზენტაცია

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/12%20job.jpgამ შემთხვევაში თქვენ გთხოვენ წარმოადგინოთ პრეზენტაცია სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე/თემებზე. იმ შემთხვევაში თუ პრეზენტაციის მოსაწყობად გსურთ კომპიუტერული პროგრამების გამოყენება (მაგალითად PowerPoint, Prezi), წასვლამდე გაარკვიეთ რა ტექნიკური აღჭურვილობა იქნება ხელმისაწვდომი ოთახში. დარწმუნდით რომ ყველაფერი თან გაქვთ, რაც პრეზენტაციის მოსაწყობათ გჭირდებათ, მაგალითად მეხსიერების ბარათი ან ამობეჭდილი მასალები. პრეზენტაცია შესაძლებელია შეფასების ცენტრის შემადგენელი ნაწილი იყოს სხვა დავალებებთან/მეთოდებთან ერთად.

 

არაფორმალური გასაუბრება

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20job.jpgმაშინ როცა არაფორმალური გასაუბრება ნაკლებად სტრესულია ვიდრე პრეზენტაციის მოწყობა და პირისპირ გასაუბრება, მაინც არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც უნდა გახსოვდეთ. მსგავი ფორმატის გასაუბრება ბევრად არასტურირებული და არასისტემურია, ვიდრე ფორმალური გასაუბრებები, ამიტომ გასაუბრებაზე წასვლამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ რაზე ისაუბრებთ და რაზე გააკეთებთ მთავარ აქცენტებს, რამეთი ინტერიუერი ნამდვილად არ შეგითანხმებთ სასაუბრო თემებს წინასწარ. არაფორმალური გასაუბრება არ ნიშნავს რომ არაფორმალურად უნდა მოიქცეთ. დაიცავით ბალანსი და გახსოვდეთ რომ არაფორმალური გასაუბრება ფორმალური პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მოიქეცით ისე, როგორც პროფესიონალს შეეფერება.

 

ჯგუფური გასაუბრება

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/32%20job.jpgზოგიერთი დამსაქმებელი აწყობს ჯგუფურ გასაუბრებას რამდენიმე კანდიდატთან. მსგავი ტიპის გასაუბრებები როგორც წესი შეიცავს როლური თამაშის და ჯგუფური მუშაობის აქტივობებს. გასაუბრების წარმატებით გავლა ნიშნავს, რომ თქვენ გამოავლინეთ ჯგუფური მუშოაბის უნარები და შეძელით ჯგუფში საკუთარი თავის წარმოჩენა. 

 

ტექნიკური გასაუბრება

თუ თქვენ განაცხადი გააგზავნეთ ტექნიკურ სამუშაოზე, რომლის შესრულებაც მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას, მაშინ დიდი ალბათობით გასაუბრებაზე მოგიწევთ ტესტის შევსება ან სპეციფიურ ტექნიკურ შეკითვებზე პასუხის გაცემა. ასევე, დამსაქმებელმა შეიძლება დაგავლოთ რაიმე სამუშაოს/დავალების შესრულება, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა შეასრულოთ. გაიგეთ მეტი უნარების შესაფასებელი ტესტების და ფსიქომეტრიული ტესტების შესახებ.

 

სატელეფონო/ონლაინ გასაუბრება

თქვენ შეიძლება გთხოვონ სატელეფონო ან ვებ გასაუბრებაში მონაწილება, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ან ინტერვიუერი სამოგზაუროთ ხართ წასულები ან სამუშაო ითხოვს სატელეფონო უნარების შეფასებას, მაგალითად ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციის შემთხვევაში. გასაუბრების დაწყებმადე დარწმუნდით რომ თქვენი ტელეფონი/კომპიუტერი მწყობრშია და ნამდვილად იმ გარემოში დაჯექით, სადაც ხელს არაფერი შეგიშლით. მიიღეთ მეტი რჩევა სატელეფონო ინტერვიუს და ონლაინ ინტერვიუსთვის მოსამზადებლად

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   368 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 367 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(11)