Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოვიძიო ინფორმაცია დამსაქმებელზე?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თუ გასაუბრება გაქვს დაგეგმილი, მაშინ მომზადება აუცილებლად დაგჭირდებათ.

იმ ორგანიზაციის გამოკვლევა და მასზე მეტი ინფორმაციის მიღება, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ, გასაუბრების წარმატებულად გავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია.

კანდიდატი არაჩვეულებრივი კვალიფიკაციით, რომელიც გასაუბრებაზე უხალისო იქნება და არ წარმოაჩენს ენთუზიაზს, შეიძლება დაიჩრდილოს იმ აპლიკანტით, რომელსაც ნაკლები კვალიფიკაცია ექნება, მაგრამ გასაუბრებაზე წარმოაჩენს ენთუზიასმს, გამოხატავს დაინტერესებას სამუშაოს და ორგანიზაციის მიმართ. ამიტომ, გასაუბრების წარმატებულად წარმართვის უმნიშვნელოვანესია მოიძიოთ ინფორმაცია ორგანიზაციის და სამუშაოს შესახებ, იმის მიუხედავად როგორი კვალიფიკაცია გაქვთ.

 

რაში გვეხმარება გამოკვლევა და ინფორმაციის მოძიება?

 

იმ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ, დაგეხმარებათ საკუთარი უნარები და პიროვნული მახასიათებლები დაუკავშიროთ ორგანიზაციის საჭიროებებს და მოთხოვნებს.

ინფორმაციის მოძიება დაგეხმარებათ იცოდეთ მეტი ინტერვიუერის შესახებ. ეს თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ გასაუბრებაზე, რადგან საკმაოდ ძნელია შეხვდე ადამიანს, რომლის შესახებად არაფერი არ იცი.

მზად ხართ კვლების დასაწყებად? გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაციები ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად.

 

ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/19%20job.jpgთქვენი პირველი გაჩერება შეიძლება სწორედ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იყოს. ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეთ ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ორგანიზაციის მიერ წარმოებულ პროდუქციას ან მიწოდებულ მომსახურებას. გაეცანით ვებგვერდის პუნქტს „ჩვენ შესახებ“ და ეძებეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენ სამიზნე პოზიციას/სამუშაოს. გადახედეთ შერჩევის (რეკრუიტინგის) სექციას - ორგანიზაციები ხშირად ანთავსებენ ვებგვერდზე ინფორმაციას, თუ როგორ კადრებს ეძებენ.

 

სოციალური მედია

ორგანიზაციის Twitter-ის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდები ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს ორგანიზაციული კულტურის შესახებ. შესაძლებელია აქ ინტერიუერის შესახებაც მოიძიოთ ინფორმაცია, იპოვოთ ის LinkedIn-ზე, გაეცნოთ მის სამუშაო ისტორიას იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოთ საერთო თემები/საკითხები.

 

სხვა ვებგვერდები

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/17%20job.jpgგამოიყენეთ საძიებო სისტემები, სადაც შეიძლება ფასეული ინფორმაცია იყოს ორგანიზაციის შესახებ. ხშირად ინტერნეტში მოიძებნება ორგანიზაციის პროფილები, მათზე მიძღვნილი მიმოხილვა ან შეიძლება წააწყდეთ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლების მიერ გაზიარებულ ინფორმაციას.

 

რეალური ადამიანები

ხომ არ იცნობთ ადამიანს, რომელიც იმავე სფეროში მუშაობს? გამოკითხეთ ის და მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

 

სიახლეები

გაეცანით ნებისმიერ ინფორმაციას ტელევიზიაში, ჟურნალ-გაზეთებში, ინტერნეტში, დარწმუნდით რომ ფლობთ უახლეს ინფორმაციას ორგანიზაციაში ან ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების, ფინანსური მდგომარეობის და ბიზნესის შესახებ. მაინცდამაინც ნუ გაამახვილებთ ყურადღებას გასაუბრებამდე ორგანიზაციის მიმართ გავრცელებულ ნეგატიურ ამბებზე, თუ გსურთ რომ გასაუბრებაზე ენთუზიაზმით და დადებითი ემოციებით წარსდგეთ.

 

მსგავსი სერვისები და პროდუქტები

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2016_01_24_65109.jpgმცირე მასტაბის ორგანიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ გასაუბრებამდე აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია და გაეცანით იმ პროდუქციასა და სერვისებს, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს/სთავაზობს მომხმარებლებს. მაგალითად, თუ თქვენ გასაუბრებაზე მიდიხართ სარესტორნო მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციაში, მაშინ მოიძიეთ ინფორმაცია საკვების მომზადების ან კვების წარმოების შესახებ.

 

კონკურენტები

კარგი იქნება თუ გეცოდინებათ ორგანიზაციის მთავარი კონკურენტების შესახებ. შეეცადეთ მოიძიოთ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მსგავს პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს. ეს ბაზრის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ, ეს ინფორმაცია კი მაშინაც გამოგადგებათ, თუკი სასურველ ორგანიზაციაში არ აგიყვანენ.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share