Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?


 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20job.jpgსამუშაო ინტერვიუ ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანებშიც კი სტრესს იწვევს. მაგრამ მომზადების შედეგად შესაძლებელია მსგავსი პრობლემების მოგვარება. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაო ინტერვიუ წარმატებულად დასრულებაში.

1. ჩაატარეთ კვლევა. დაკვირვებით გადახედეთ სამუშაოს აღწერილობას და ჩამოწერეთ ის უნარები და ძლიერი მხარეები, რომელსაც დამქირავებელი ეძებს. შეამოწმეთ ორგანიზაციის ვებგვერდი, გაიგეთ რას საქმიანობს ის და რა მიზნები აქვს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ როგორ უკავშირდება თქვენი პიროვნული მახასიათებლები ორგანიზაციის საჭიროებებს. გაიგეთ მეტი და გაეცანით სტატიას როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია დამსაქმებელზე?

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20job.jpg2. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს. ინტერვიუ ყოველთვის წნეხის ქვეშ გამყოფებთ, ამიტომ შესაძლებელია ინტერვიუს მსვლელობისას მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ხაზის გასმა დაგავიწყდეთ. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს. თუ ის შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელზეც შეიძლება საუბარი წარიმართოს გასაუბრებაზე, უმჯობესი იქნება თუ წინასწარ მოემზადებიით. ყურადღებაა გაამახვილეთ სამუშაო გამოცდილებაზე,მიღწევებსა და კვალიფიკაციაზე, რათა გასაუბრებაზე უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი.

3. ინტერვიუზე დროზე გამოცხადდით. ჩაიწერეთ მისამართი, იფიქრეთ რა დრო დაგჭირდებათ ინტერვიუზე მისასვლელას. გასაუბრებაზე მიდით დანიშნული დროიდან 15 წუთით ადრე, რითაც გამოხატავთ თქვენ ინტერესს ვაკანსიის და ორგანიზაციის მიმართ. 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7%20job.jpg4. შეიმოსეთ შესაბამისად. რა უნდა ჩაიცვათ გასაუბრებაზე, ეს დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, რომელსაც წარმოადგენთ ან რომელშიც მუშაობს თქვენი სამიზნე ორგანიზაცია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ რომ უნდა გამოიყურებოდეთ სუფთად და ელეგანტურად. ეძებთ შთაგონებას? მაშინ გაეცანით რეკომენდაციებს გასაუბრებისთვის შესაბამისი ჩაცმულობის შესახებ.

5. იყავით პოზიტიური. საკუთარ თავზე საუბრისას, მოყევით სამომავლო გეგმების და წარსული სამუშაო გამოცდილების შესახებ.

6. ჩაეძიეთ დეტალებს. გაიხსენეთ რამდენიმე შემთხვევის დრო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთეთ. იყავით კონკრეტული. ისაუბრეთ არგუმენტირებულად რა დავალებებს ასრულებდით წარსულში, როგორ ასრულებდით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩენილხართ მათი შესრულებისას და რომელი უნარები და ძლიერი მხარეები გეხმარებოდათ სამუშაოს წარმატებით შესრულებაში.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/25%20job.jpg7. ხაზი გაუსვით თქვენ ყველა ძლიერ მხარეს. დარწმუნებული იყავით რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადს გააკეთებდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლესაც თქვენსავით სამუშაოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, წარმოაჩინეთ თქვენი თავი გამორჩეულად, თუმცა ამბიციებს და არაზომიერად მაღარ თვითშეფასებას ნუ გამოავლენთ. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ იმ ძლიერი მხარეების წარმოჩენით, რომლებიც უშუალოდ სამუშაოს შესრულებას და საგანმანათლებლო საქმიანობებთანაა დაკავშირებული. კარგი კომუნიკატორი ხართ? ხართ ჟინიანი და შრომისმოყვარე? აცნობეთ ეს ინტერვიუერს. 

8. იყავით გულწრფელი. არასდროს იცრუოთ გასაუბრებაზე. ძალიან ადვილია თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. 

9. იყავით კარგი მსმენელი. ყურადღებით უსმინეთ ინტერვიუერს და ყოველთვის დაამთავრებინეთ საუბარი. გამოიყენეთ ეს დრო, რათა მოიფიქროთ საუკეთესო პასუხი.

10. დასვით შეკითხვები. შეკითხვების დასმა არა მხოლოდ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სასურველი ინფორმაცია ან დააზუსტოთ რაიმე, არამედ გამოავლინოთ თქვენი გონიერება და ჭეშმარიტი დაინტერესება სამუშაოს მიმართ

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   30 all people including: 0 წევრი, 4 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(1)