Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოვემზადოთ კომპეტენციებზე ორიენტირებული ინტერვიუსთვის?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

როგორ მოვემზადოთ კომპეტენციებზე ორიენტირებული ინტერვიუსთვის?


 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20job.jpgკომპეტენციებზე ორიენირებული ინტერვიუ გაქვთ და თქვენ ჯერ კიდევ არ გესმით მისი მნიშვნელობა?

ნუ შეშინდებით. მისი შინაარსი ძალიან მარტივია და გასაუბრებისთვის მომზადებაც არ არის რთული. 

მთავარი განსხვავება, რითაც კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრება განსხვავდება სხვა ტიპიური გასაუბრებებისგან, არის ის რომ, ამ ტიპის გასაუბრებისას დასმული შეკითხვები ძირითადად დაკავშირებულია წარსულ სიტუაციებთან. იმის ნაცვლად რომ გკითხონ, რა მოგწონდათ სამუშაოს შესრულებისას, როგორც გუნდის წევრს, კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრებისას აქცენტს გააკეთებენ იმ პერიოდის აღწერაზე, როდესაც გიწევდათ კონკრეტული სამუშაოების შესრულება.

ამ ტიპის გასაუბრებების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი წარსული სამუშაო ქმედებების აღწერით და ყოფილ დამსაქმებელთან ურთიერთობების განსაზღვრით, ივარაუდონ როგორ მოიქცევით შემდგომში, თუ ორგანიზაციაში დაიწყებთ მუშაობას.

 

მოემზადეთ

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/430xNxFotolia_65081460_XS.jpg.pagespeed.ic.HTO3pFkg_r.jpgრა შეკითვებს დაგისვამენ გასაუბრებაზე დამოკიდებულია სამუშაოს კონტენტსა და ტიპზე. დამსაქმებელმა შეიძლება ისურვოთ მომავალზე და წარმოიდგინოთ რა სამუშაოს როგორ შეასრულებთ.

იმისთვის რომ მსგავსი შეკითხვებისთვის მზად იყოთ, გასაუბრებამდე გადახედეთ სამუშაოს აღწერილობას და ყურადღებით გაეცანით იმ უნარებს და ძლიერ მხარეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად, სამუშაოს მოთხოვნებაში შეიძლება მითითებული იყოს, რომ სასურველ კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები, უნდა იყოს დეტალებზე ორიენტირებული და შეეძლოს ადამიანების მართვა.

შექმენით იმ კომპეტენციების ჩამონათვალი, რომლებზეც სამუშაოს აღწერილობიდან გამომდინარე თქვენი აზრით გასაუბრებაზე შეეხებიან და მოიფიქრეთ ორი ან 2 მაგალითი, როდესაც გამიყენეთ ეს უნარები და ძლიერი მხარეები და მიაღწიეთ წარმატებულ შედეგებამდე.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/15%20job.jpgმაგალითად, თუ ფიქრობთ რომ გასაუბრებაზე აუცილებლად შეეხებიან კომუნიკაციის უნარებს, გაიხსენეთ თქვენი წარსული სამუშაო გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ უნარების მიხედვით წარმატებით მოაგვარეთ უთანხმოება, მოაწყეთ პრეზენტაცია ან ასწავლეთ სხვა ადამიანს კონკრეტული სამუშაოს შესრულება.

იმისთვის რომ გასაუბრებისისას თქვენი პასუხები სტრუქტურირებული იყოს, გამოიყენეთ STAR ტექნიკები - სიტუაცია, დავალება, მოქმედება/აქტივობა და შედეგები. გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:

  • იფიქრეთ ისეთ სიტუაციებზე, სადაც შეძელით კომპეტენციის წარმატებით გამოყენება
  • აღწერეთ რა დავალებების/სამუშაოების შეასრულეთ
  • განმარტეთ, კონკრეტულად რომელი აქტივობები/მოქმედებები განახორციელეთ აღნიშნული დავალების/სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის
  • გამოყავით შედეგები, რომელსაც საბოლოოდ მიაღწიეთ

 

არ გაქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება?

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/job-interview-nerves_0.jpgთუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება, მაგალითები მოიყვანეთ სასკოლო ცხოვრებიდან, გამოიყენეთ თქვენი გატაცებები ან შემთხვევები ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. გაიხსენეთ წარმატებული შემთხვევები, თუ სტაჟიორად გიმუშავიათ. თუ ამ შემთხვევებშიც მკაციო აქცენტს გააკეთებთ მოთხოვნილ კომპეტენციებზე, ინტერვიუერისთვის სრულიად მისაღები იქნება თქვენი ინფორმაცია, რამეთუ ის აქცენტს იმ უნარებზე, რომლებიც სამუშაოს შესრულებისთვისაა საჭირო, ხოლო უნარების განვითარების დონე ისევე თანაბრად შეიძლება შეფასდეს წარსული სამუშაო გამოცდილების შეფასებით, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილებით.

 

ისაუბრეთ უარყოფით შედეგებზეც

ნუ აარიდებთ თავს ისეთ საკითხებზე საუბარს, რომელიც არ დასრულდა წარმატებით. მნიშვნელოვანია ინტერვიუერს დაანახოთ რა ისწავლეთ და რა გამოცდილება მიიღეთ მსგავსი სიტუაციებიდან. აღწერეთ რატომ მიხვედით ცუდ შედეგებამდე და როგორ მოიქცევიტ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share