ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი მეორე საფეხური: შეავსეთ ინტერესების საკვლები კითხვარი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/kariera.jpgშეავსეთ კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი, რომლის საშუალებითაც საკუთარი კარიერული ინტერესების საფუძველზე განსაზღვრავთ იმ პროფესიულ სფეროს, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ. შრომითი ინტერესების გაანალიზებისათვის საუკეთესო სისტემა მომზადებულია ა.შ.შ.-ს შრომის დეპარტამენტის მიერ, რომლის მიხედვითაც: 1. საკუთარი ინტერესების გაანალიზება გეხმარებათ მოძიებული ინფორმაცია პროფესიის არჩევისას გამოიყენოთ; 2. საკუთარი ინტერესების ცოდნა გეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა გამოგდით კარგად, როგორი სახის სამუშაოს კეთებისას მიიღებთ სიამოვნებას და რომელი საქმიანობა და პროფესიაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი; 3. თქვენი ინტერესების გამოყოფა საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ის პროფესიული მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. იქიდან გამომდინარე, რომ შრომით ბაზარზე არსებული ათასობით პროფესიის თუ სამუშაოს აღწერა გამოსაყენებლად ძალიან არაპრაქტიკულია, ექსპერტებმა ისინი ინტერესების მცირე ჯგუფებში გაანაწილეს, რომლებიც მოცემულია 16 პროფესიული სფეროს ჩამონათვალში. ინტერესების მოცემული ტაქსონომია შემუშავებულია ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ. იმისთვის, რომ თქვენი ინტერესები გააანალიზოთ, საჭიროა, ინტერესთა კატეგორიებს გაეცნოთ. წაიკითხეთ ინტერესების სფეროების დეფინიციები და გააანალიზეთ, გაიტერესებთ თუ არა ისინი. თქვენთვის შესაბამისი პროფესიული სფეროს დადგენის ორი გზა არსებობს: ერთი მოკლე და მეტნაკლებად სუბიექტური, ხოლო მეორე გრძელი და უფრო ობიექტური. 1. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაეცნოთ ა.შ.შ.-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ 16 პროფესიულ სფეროს და მათი გაანალიზების შემდეგ შეარჩიოთ ის სფეროები, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაინტერესებთ. თუმცაღა, ეს მიდგომა გამოირჩევა სუბიექტურობით, რადგან შესაძლებელია შეარჩიოთ ის პროფესიული სფერო, რომელიც ნაკლებად ან სულაც არ შეგესაბამებათ და მხოლოდ და მხოლოდ გეჩვენებათ ასე. იმისთვის, რომ უფრო სანდო ინფორმაცია მიიღოთ, ინტერესების გამორკვევის მეორე გზის გამოყენებას გირჩევთ. 2. შეავსეთ პროფესიული ინტერესების საკლევი კითხვარი, რომლის შედეგადაც დაადგენთ, თუ რომელი პროფესიული სფეროა თქვენთვის შესაბამისი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროფესიული სფერო ნამდვილად თქვენი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. პროფესიული ინტერესების საკვლევი კითხვარი მესამე საფეხური: გამოარკვიეთ თქვენი შესაბამისი პროფესიული სფერო http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/foto_0.jpgპროფესიული ინტერესების კითხვარის შედეგად თქვენ დაადგენთ იმ პროფესიულ სფეროებს და მიმართულებებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ და გაინტერესებთ. ამის შემდგომ უმჯობესი იქნება თუ მიღებულ შედეგებს დააკავშირებთ იმ შედეგებთან, რომლებიც ჰოლადის თვითსაკვლევის შევსების შედეგად მიიღეთ. უმჯობესი იქნება, თუ არ დაეყრდნობით მხოლოდ ერთი რომელიმე კითხვარის შედეგებს და ორივე მათგანს ერთობლივად გააანალიზებთ. მაგალითად, თუ თქვენ პროფესიული ინტერესების კითხვარში მიიღეთ, რომ გაინტერესებთ არქიტექტურის და მშენებლობის სფერო, დააკვირდით, რა შედეგები მიიღეთ ჰოლანდის თვითსაკვლევში, ხომ არ არის აქაც ის პროფესიები, რომლებიც შედის არქიტექტურის და მშენებლობის სფეროში? როგორც წესი, ჰოლანდის თვითსაკვლევი გთავაზობთ პროფესიათა საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც, სხვებთან შედარებით, მეტნაკლებად შეგესაბამებათ, თქვენ უნდა გაეცნოთ მათ და მსჯელობის შედეგად აირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი რომელიმე მათგანი. განსჯის დროს გირჩევთ, ასევე, ინტერესების კითხვარის შედეგებიც გამოიყენოთ და ჰოლანდის თვითსაკვლევის მიერ შემოთავაზებული პროფესიებიდან პროფესიული ინტერესების კითხვარში მიღებული შედეგების შესაბამისი პროფესია აირჩიოთ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა