ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 საინფორმაციო ინტერვიუ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7.jpgსაინფორმაციო ინტერვიუს მიზანია, მიიღოთ ინფორმაცია იმ სამუშაოს თუ პროფესიის შესახებ, რომელიც გაინტერესებთ და შესაძლებელია მომავალში აირჩიოთ. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშნელოვანია, მოიძიოთ პროფესიასთან დაკავშირებული, რაშიც ტელევიზია, ინტერნეტი, ბეჭდური მედია, წიგნები და სხვა წყაროები დაგეხმარებათ. საინფორმაციო ინტერვიუს ჩატარება გეხმარებათ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენთვის საინტერესო სფეროების შესახებ, შეისწავლოთ განვითარების პერსპექტივები და ჩაწვდეთ იმ დეტალებს, რომლებიც პროფესიული წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. საინფორმაციო ინტერვიუ გეხმარებათ, ასევე, კავშირები დაამყაროთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც შესაძლოა მომავალში სამუშაოს ძიების პროცესში მოგიმართონ ხელი. საინფორმაციო ინტერვიუ იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბარი ადამიანთან, რომელიც ფლობს ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო სამუშაოს თუ პროფესიის შესახებ. ის გეხმარებათ უკეთ მოეზადოთ მომავალი კარიერისთვის, დასახოთ სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები, უკეთ ჩაწვდეთ სამუშაოს თუ პროფესიის სპეციფიკას. საინფორმაციო ინტერვიუ უნდა აღვიქვათ არა როგორც ერთჯერადი პროცედურა, არამედ მთლიანი პროცესი. იმისთვის, რომ ინტერვიუ ეფექტურად ჩავატაროთ, საჭიროა დასაწყისისთვის გამოიკვლიოთ, რისი გარკვევა გსურთ და რის შესახებ გინდათ ინფორმაციის მიღება. თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია მოიძიოთ ადამიანი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ. პროცესი მოიცავს ინტერვიუსთვის მომზადებას, ინტერვიუს ჩატარებას, მიღებული ინფორმაციის გადამუშავება/გადარჩევას და იმის განსაზღვრას, თუ მოწოდებული ინფორმაციიდან რას და როგორ გამოიყენებთ. რა გსურთ გაიგოთ საინფორმაციო ინტერვიუს დახმარებით? http://myprofession.gov.ge/c364d669-e514-4394-9b3d-f8a0f7e13a7f.jpgადამიანთა უმრავლესობას სიამოვნებს საკუთარ პროფესიაზე და საქმიანობაზე საუბარი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდ ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხშირად ძალიან დაკავებულნი არიან იმისათვის,რომ კარიერის მაძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. საინფორმაციო ინტერვიუდან სიღრმისეული ინფორმაციის მიღებისათვის საჭიროა წინასწარ მოემზადოთ მისი ჩატარებითვის. ინტერვიუსთვის მომზადების პირველი ეტაპი საკუთარი პროფესიული ინტერესების სიღრმისეული გამოკვლევაა. ამისათვის შეავსეთ კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი. საინფორმაციო ინტერვიუს შედეგად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაქვთ ის საბაზო უნარები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი საქმიანობისა თუ პროფესიისთვის. საინფორმაციო ინტერვიუს წარმართვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ინფორმაციის მომწოდებელს ძალიან სპეციფკიური გამოცდილება და ცოდნა ჰქონდეს, რომლის შესწავლა და გაგება თქვენ, კარიერის საწყის ეტაპზე, ძალიან გაგიჭირდებათ. ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ჩამოწეროთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, რის შედეგადაც მხოლოდ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. საინფრომაციო ინტერვიუს დროს დასმული ტიპიური შეკითხვების მაგალითები 1. ცუდი შეკითხვა: განათლების რა დონეა საჭირო პროფესიაში ფეხის მოსაკიდებლად? 2. კარგი შეკითხვა: ჩვენს ქვეყანაში რომელი უნივერსიტეტი მომცემს ყველაზე კარგ ცოდნას ფსიქოლოგიაში? 3. უკეთესი შეკითხვა: მე ავარჩიე რამდენიმე უნივერსიტეტი, რომლებშიც ასწავლიან ფსიქოლოგიას. როგორ ფიქრობთ, ამ სამი უნივერსიტეტიდან, რომელი მომცემს საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას ფსიქოლოგიაში? http://myprofession.gov.ge/45722dc8-725f-4cd8-addd-5c3e46e82657.jpgინტერვიუს ჩატარების დროს მნიშვნელოვია დასვათ კონკრეტული შეკითვები, რადგან ზოგადი შეკითხვების დასმის შემთხვევაში, ასევე ზოგად პასუხებს მიიღებთ. ამიტომ დასვით მხოლოდ ის შეკითხვები, რომლებიც უშუალოდ ეხმიანება თქვენს ინტერესს და რომელთა საშუალებითაც თქვენთვის გამოსადეგ პასუხებს მიიღებთ. ინფორმაციული ინტერვიუსთვის კარგი შეკითხვები მოამზადოთ, საჭიროა საქმიანობისა თუ პროფესიის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. ინფორმაციის მოძიების შემდგომ შექმენით იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებზე პასუხიც თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. იმისთვის, რომ გაარკვიოთ შეკითხვების თქვენი ჩამონათვალიდან რომელია საუკეთესო და შედეგის მომცემი, შესაძლებელია დახმარება სთხოვოთ პროფესიულ კონსულტანტს ან ადამიანს, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია და გარკვეული ცოდნა აქვს თქვენთვის საინტერესო საქმიანობის თუ პროფესიის შესახებ. პროფესიების თუ სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პროფესიული ლექსიკონი ან ინტერნეტ-გვერდი, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია სამუშაოების თუ პროფესიების, მათი შინაარსის, პასუხისმგებლობების თუ უფლება-მოვალეობების შესახებ. http://myprofession.gov.ge/097b271f-0d83-46c0-93ec-109d88f7aaea.jpgიმის გარკვევა, თუ რომელი შეკითხვა უნდა დასვათ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის მოსაპოვებლად, საკმაოდ რთულია. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაინტერესებთ არის თუ არა ესა თუ ის პროფესია/საქმიანობა თქვენი შესატყვისი. შეკითხვები დაკავშირებული უნდა იყოს ინტერესებთან, ღირებულებებთან, უნარებთან და შესაძლებლობებთან. პროფესიის თუ სამუშაოს შესახებ სასარგებლო ინფორმაციის მოსაძიებლად შეკითხვის კარგი მაგალითია: „როდესაც პროფესიას ირჩევდით, რა არ იცოდით ამ პროფესიის შესახებ და დღევანდელი გადმოსახედიდან რისი ცოდნა იქნებოდა მაშინ კარგი?“ ან: „დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ პროფესიის შესახებ რა ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებოდათ. საინფორმაციო ინტერვიუ დაგეხმარებათ, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ, რაც თავისთავად ხელს შეგიწყობთ, პროფესია არჩიოთ გააზრებულად, ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა ინტუიტურად, გაუაზრებლად. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა