ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 მასლოუს ადამიანური მოთხოვნილებათა პირამიდის თეორია ადამიანის მოთხოვნილებებში გასარკვევად დღემდე ყველაზე პოპულარული და აპრობირებული მასლოუს თეორიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ ჩავწვდეთ საკუთარი ქმედებების საფუძველს და საკუთარი მოთხოვნილებების შესახებ ცოდნა რეალურ კარიერულ სიტუაციებში გამოვიყენოთ. მასლოუ ადამიანს განიხილავს, როგორც ერთ, ინტეგრირებულ და ორგანიზებულ მთლიანობას. მისი თეორია ადამიანზეა ცენტრირებული და განიხილავს ადამიანის ბაზისულ მიზნებს - ზოგად მიზნებსა და მოთხოვნილებებს და არა კონკრეტულ საგნებსა თუ ობიექტებზე მიმართულს. ეს ფუნდამენტური მიზნები თუ მოთხოვნილებები ხშირად არის ამოუცნობი ადამიანისათვის, თუმცა ქვეცნობიერად წარმართავს მთელ მათ ცხოვრებას. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2.pngმასლოუს თეორიის მნიშვნელოვნება პროფესიის ფსიქოლოგიაში, მდგომარეობს თეორიის იერარქიულობაში. ავტორი ერთმანეთისაგან განარჩევს მაღალი და დაბალი რანგის მოთხოვნილებებს. თეორიის თანახმად, ადამიანის მოთხოვნილებები იერარქიულია. როდესაც ერთი მოთხოვნულებაა დომინანტური, ის განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და თუ აქტიური მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდა, ადამიანს ნაკლებად უჩნდება სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი. სწორედ ამაში მდგომარეობს მოთხოვნილებების იერარქიულობის არსი. მოცემული იერარქიული მოდელი სასარგებლოა ადამიანის ნორმალური თუ ნევროტიკური ქცევის ასპექტების ასახსნელად. ქვემოთ წარმოდგენილია მასლოუს მოთხოვნილებები, რომლებიც იერარქიულობის პრინციპით არის დალაგებული: ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური მოთხოვნულებები უსაფრთხოების მოთხოვნილება სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები მნიშვნელოვნების, პატივისცემის, თვითპატივისცემისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები ინფორმირებულობის მოთხოვნილება გაგების/წვდომის მოთხოვნილება სილამაზით/ესთეტიკით ტკბობის/სიამოვნების მიღების მოთხოვნილება თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილება განსაზღვრავს ჩვენ სიძლიერესა და მოქმედების სპეციფიკას. უმარტივეს შემთხვევაში, ადამიანის ქცევას განსაზღვრავს ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური მოთხოვნილებები: თუკი ადამიანს არ აქვს დაკმაყოფილებული შიმშილისა და წყურვილის მოთხოვნილება, მას ნაკლები ალბათობით გაუჩნდება სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი. ასევე, თუკი ადამიანი არ არის უზრუნველყოფილი თავშესაფრით, შესაბამისად, არ აქვს დაკმაყოფილებული ელემენტარული უსაფრთხოების მოთხოვნილებები, თეორიის თანახმად, ნაკლებად უჩნდება სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები. შესაძლებელია, გამონაკლის ადამიანს დათრგუნული ჰქონდეთ ქვედა რანგის მოთხოვნილებები, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მშიერი ადამიანის მთავარი მიზანი თვითრეალიზაცია იქნება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/12%20needs.pngმასლოუ საკუთარ თეორიაში არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად განსხვავდებიან ადამიანები კონკრეტული მოთხოვნილების აქტუალობის სიძლიერით, თუმცა თეორიის გარეშეც უნდა დავუშვათ, რომ ეს ნამდვილად ასეა. სავარაუდოა, რომ ისეთი მაღალი რანგის მოთხოვნილებები, როგორიცაა ინფორმირებულობა ან/და სილამაზით ტკბობის მოთხოვნილებები, ყველა ადამიანისათვის თანაბრად აქტუალური არ არის. შესაძლებელია, სწორედ კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილების ძლიერი სურვილი განსაზღვრავს ადამიანის კარიერულ არჩევანს. Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 18 თებერვალი, 2021 Posted 18 თებერვალი, 2021 On 1/1/2021 at 10:14 PM, Moor said: ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური მოთხოვნულებები უსაფრთხოების მოთხოვნილება სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები მნიშვნელოვნების, პატივისცემის, თვითპატივისცემისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები ინფორმირებულობის მოთხოვნილება გაგების/წვდომის მოთხოვნილება სილამაზით/ესთეტიკით ტკბობის/სიამოვნების მიღების მოთხოვნილება თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება მესამეს ნაცვლად, მეექვსეს და მერვეს ჩავსვამდი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 16 საათის წინ, Genetic Miracle said: თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება არა და ამის გამო კეთდება ყველაფერი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა