ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 რა არის პიროვნება? http://myprofession.gov.ge/fc860858-7ee0-408b-b4b2-296cbde75e87.jpgწარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებსაც ვიცნობთ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მათ ფიზიკურ მახასიათებლებს, როგორ დავახასიათებდით თითოეულ მათგანს? ვიტყვით, რომ ერთს უყვარს ხალხმრავალი ადგილები, მეორე კი მარტო ყოფნას ამჯობინებს; ზოგიერთი საკმაოდ თავდაჯერებულია, ზოგს კი ხშირად ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში... ჩვენ, ჩვეულებრივ, პიროვნებას ამგვარად ვახასიათებთ. წარმოდგენილი საკითხავი მასალა დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, განსაზღვროთ ჩამოთვლილთაგან პიროვნების რომელ ტიპს ემსგავსებით ყველაზე მეტად და ამის საფუძველზე აირჩიოთ ის სამუშაო სფერო თუ პროფესია, რომელთანაც თქვენი პიროვნული ტიპი ყველაზე თავსებადია. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.png არ არსებობს "პიროვნების" ზუსტი, სტანდარტული განსაზღვრება, თუმცა ფსიქოლოგები ძირითადად ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ პიროვნება არის ინდივიდუალური თვისებების უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს მის ურთიერთქმედებას გარემოსთან. პიროვნების ცნება ადამიანისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ასპექტს აერთიანებს, ესენია: აზროვნება, მოტივაცია, ემოცია, აღქმა, განცდები, ქცევები. პიროვნება არ დაიყვანება მის ერთ რომელიმე ასპექტზე, არამედ მრავალმხრივია და შინაგანი ფსიქიკური პროცესების მთელ სპექტრს მოიცავს, რაც განაპირობებს ადამიანის ქცევას ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პიროვნება ფსიქოლოგიური მახასიათებლების, ტემპერამენტისა და მიდრეკილებების ერთიანობაა, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი ქცევების მოტივატორია და წარმართავს მათ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგჯერ ჩვენს ქცევას სიტუაცია, გარემო განსაზღვრავს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/pirovneba.jpgრა არის პიროვნება? რა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას - პიროვნული თავისებურებები, გარემო ფაქტორები თუ ორივე ერთად? ფსიქოლოგიის ისტორიაში ეს მუდმივი კამათის თემა იყო. აზრთა სხვადასხვაობას ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ადამიანი ხშირად სხვადასხვა სიტუაციასა და გარემოში სხვადასხვანაირად იქცევა. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ეს იმის დადასტურებაა, რომ ქცევა ძირითადად სიტუაციით განისაზღვრება და სტაბილური ინდივიდუალური განსხვავებების როლი მინიმალურია. ფსიქოლოგების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პიროვნება, სიტუაცია (ანუ გარემო ფაქტორები) და ქცევა გამუდმებით ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აბსოლუტური სიზუსტითა და დარწმუნებით რთულია ადამიანის ქცევის პროგნოზირება, ვინაიდან ის სხვადასხვა ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია. მაგალითად, ნორმალურ პირობებში ადამიანების უმეტესობა (მათ შორის ძალიან კომუნიკაბელური და აქტიური ადამიანიც) კინოთეატრში ფილმის ჩვენების დროს თითქმის არ ლაპარაკობს. ეს მაგალითი იმის ილუსტრაციაა, რომ სიტუაციას ადამიანის ქცევაზე ზოგჯერ ძლიერი გავლენა შეიძლება ჰქონდეს და განსაზღვრავდეს კიდეც მის ქცევას. მაგრამ მაშინ, როდესაც გარემოს გავლენა უფრო სუსტია (ვთქვათ, ნაკლებად ფორმალური შეხვედრის დროს), საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ძალიან ბევრს ილაპარაკებს, ანუ ამ დროს მის ქცევას მისი პიროვნული თავისებურებები წარმართავს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა