Jump to content
×
×
  • Create New...

სურვილები/პრიორიტეტები და ნამდვილი ღირებულებები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სურვილები/პრიორიტეტები და ნამდვილი ღირებულებები


 

სურვილები და პრიორიტეტები

 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/8%20val.jpgზოგიერთი ღირებულება შეიძლება მხოლოდ სურვილებს ან პრიორიტეტებს წარმოადგენდეს. მაგალითად, ღირებულებების საკვლევ ინსტრუმენტში თქვენ აირჩიეთ სიტყვა „მოგზაურობა“. სავარაუდოდ, ეს ვერ იქნება თქვენი იდეალი ან სტანდარტი. ეს, შესაძლოა, უბრალოდ იყოს ის, რასაც უპირატესობას მიანიჭებდით ან ისურვებდით სამუშაოს არჩევის დროს (მაგალითად, ისეთ სამუშაოს, რომელიც მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ).

 

 

ნამდვილი ღირებულებები

 

ნამდვილი, ძირეული ცხოვრებისეული ღირებულებაა ის, რომლის მიხედვითაც გსურთ, თავს ვალდებულად თვლით, რომ იცხოვროთ; რომლის მიხედვითაც რეალურად ცხოვრობთ და რომელსაც თამამად გამოხატავთ. მათი უმრავლესობა თქვენი ოჯახის ან კულტურის დამსახურებით გადმოგეცათ. საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ღირებულებათა ის უნიკალური ნაკრები, რომელიც თქვენს ნამდვილ ცხოვრებისეულ ღირებულებებს წარმოადგეს. 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/10%20val.jpgნამდვილი ღირებულებები უდიდეს გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. მაგალითად, შესაძლოა, თქვენს ნამდვილ ღირებულებას წარმოადგენდეს პატიოსნება და კეთილსინდისიერება. ეს ღირებულებები თქვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება როგორც სამსახურში, ისე ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ზოგიერთი სხვა ღირებულება, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მას სამსახურში არ გამოხატავდეთ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   233 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 232 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(16)
    • Chrome(13)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA