Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის ღირებულებები?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა არის ღირებულებები?


 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20val.jpgპროფესიული კონსულტაციის ბევრი პროგრამა პიროვნების ღირებულებებს ეფუძნება. პროფკონსულტანტები ცდილობენ გაარკვიონ, რა ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენი კარიერა მათზე დაყრდნობით დაგეგმონ. მაგრამ რას გულისხმობს ღირებულების ცნება? განმარტების თანახმად, ღირებულება ესაა პრინციპი ან სტანდარტი, რომელსაც აღიარებს ინდივიდი, ჯგუფი ან საზოგადოება. საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა და ა. შ. ინდივიდები კი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისაგან სრულიად განსხვავებული ღირებულებათა სისტემით ხელმძღვანელობენ.

ღირებულება გამოხატავს ადამიანის რწმენას, შეხედულებებს, იდეალებსა თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს. ღირებულებები, ხშირ შემთხვევაში, განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და გავლენას ახდენენ მის გადაწყვეტილებებზე. პიროვნული ღირებულებების მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ პატიოსნება, ლოიალობა, დამოუკიდებლობა, აღიარება და ა. შ.

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20val.jpgღირებულებები ფოკუსირებულია ადამიანისათვის სასურველ მდგომარეობაზე და შრომითი ქცევის ათვისების საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ კონკრეტული პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენი პიროვნული ღირებულებების გარკვეულ ერთობლიობას. ღირებულებები სამსახურებრივ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. მაგალითად, თუ ადამიანი მუშაობს ისეთ გუნდში, რომლის წევრებსაც მისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ, შესაძლოა კონფლიქტი წარმოიშვას. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, როცა მისი პროფესიული საქმიანობა მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, საკუთარი პიროვნული ღირებულებების იდენტიფიცირება და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ინდივიდის კმაყოფილებაზე, მოტივაციასა და კეთილდღეობაზე - ესაა წარმატებული პროფესიული არჩევანის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share